თაკო ჩარკვიანის თქმით, ზურაბ ჟვანია რუსეთის კაცი იყო
პოლიტიკა
22-03-2022, 18:03
კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ზურაბ ჟვანია რუსეთის კაცი იყო. ამის შესახებ მან ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას განაცხადა.
„ათვლა მიხეილ სააკაშვილზე არ ჰქონდა რუსეთს, გათვლა ჰქონდა ჟვანია-ბურჯანაძეზე და ედუარდ შევარდნაძის დამსახურება ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ ეპიტნავებოდა, დასავლეთის ტიპი ამჯობინა რუსეთის ტიპებს“,- ამბობს ჩარკვიანი.
- ჟვანიაც რუსეთის კაცი იყო?
„რა თქმა უნდა, მე გეუბნები, თუ რაიმე დასავლური შემოიტანა ამ ქვეყანაში ვინმემ, ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. არ არსებობდა ჟვანია-სააკაშვილის გუნდი. ბევრი რამ, რასაც ხედავთ ჟურნალისტები, კულუარებში ასე არ არის, და ბევრი რამ თამარ ჩარკვიანმა კულუარული იცის“,- აღნიშნავს ჩარკვიანი.
კომენტარები