აღარ ვაპირებ დავინდო – ჩარკვიანი მელიაზე
პოლიტიკა
12-02-2022, 21:59
აღარ ვაპირებ დავინდო – ჩარკვიანი მელიაზე
“ოპოზიციას შენიშვნას კი არ ვაძლევ, ყველას თავისი სტილი აქვს, მაგრამ როდესაც ამხელა სასამართლოებია, ლიდერების მეტი ჩართულობა უნდა იყოს, რა ხდება საერთოდ, ვერ გავიგე. კარგი, გავიგეთ, ნიკა მელიამ თქვა, რომ დღის წესრიგში უპირველესად არ არის მიხეილ სააკაშვილიო. ცოტა სასაცილოა ამას რომ ეუბნები მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველს, რომლის ხმებითაც ხარ. აბა, ახლა ნიკა მელიას ხმები კი არ არის, მოდი რა, დარჩეს მარტო და ვნახავ ერთი, რა ხმები აქვს. ძალიან გამაღიზიანებლად იქცევა ბოლო დროს, მე დავინდე ორჯერ და აღარ ვაპირებ დანდობას. მაპატიეთ, მაგრამ ყველას ჰგონია, პარტიის ხელმძღვანელად რომ მოვლენ, ეს მათი ხმებია, ასე არ არის, ლიდერია ის კაცი.
შეცდომები მოუვიდა თუ არ მოუვიდა, იმდენი, რაც მას აქვს სახელმწიფოსთვის გაკეთებული, ჯერ რომელიმემ გააკეთოს და მერე ვილაპარაკოთ”
კომენტარები