"პირადად მე და ჩემი ოჯახი არ ვივლით იქ, სადაც არ მომთხოვენ ვაქცინაციის ცნობას ან პისიარს..." - როგორ ეხმაურებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მწვა
პოლიტიკა
3-02-2022, 17:42
მწვანე პასპორტის გაუქმებას საზოგადოება სხვადასხვაგვარად შეხვდა. სტატუსებით გამოეხმაურნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც. რამდენიმე მათგანის საჯარო სტატუსს გთავაზობთ სოციალური ქსელიდან:
თათია შარანგია:
- ავიცერი ჩემი და გარშემო მყოფების ჯანმრთელობისთვის და არა მწვანე პასპორტისთვის. ომიკრონი ისე გადავიტანე, ვერ ვიჯერებდი, რომ მქონდა. ჩემს გარშემო აუცრელებსაც დაემართათ და 38/39 სიცხით და დიდი დისკომფორტით მიმდინარეობდა.
მწვანე პასპორტის არსებობა იყო გასაკვირად კარგი გადაწყვეტილება იმ მოცემულობაში რომელშიც ვართ. პირადად მე და ჩემი ოჯახი არ ვივლით იმ ლოკაციებზე, სადაც არ მომთხოვენ ან ვაქცინაციის ცნობას ან ბოლო 48 საათში ჩატარებულ
პისიარს.
სასაცილოა ანტივაქსერების “გამარჯვებული” სტატუსები. თუმცა სასაცილოა ზოგადად ანტივაქსერობა.
#აცრაგვიცავს
ჯანმრთელობას გისურვებთ აცრილებსაც და აუცრელებსაც.
ნიკა ქავთარაძე:
- განა რამის გაუაზრებლად შემოღება და მერე ისევ გაუაზრებლად გაუქმებაა მთავარი პრობლემა.
არა!
მთავარი პრობლემა არის არაპროფესიონალთა ბოგინი, თავხედ კრიმინალთა მმართველობა და ადამიანის ფეხებზე დაკიდება.
ადამიანი არ არსებობს ამათთვის.
და თუ მაინც ჯიუტად არ გჯერათ ამ სიტყვების, აბა, მიდით და რამის თქმა გაუბედეთ საჯაროდ.
ნახავთ, რომ თავ-ბედის წყევლა მოგიწევთ, იმ საზიზღრობის გამო, რასაც საკუთარი ხელისუფლება მოგიწყობთ.
დათო ლიკლიკაძე:
- ნეტაი აცრილებს არ დაგვიჭერდნენ.
ალექსანდრე ლორთქიფანიძე:
- ჩვენი საზოგადოება არასოლიდარულია.
კი, ინდივიდუალურად ბევრი კეთილი ადამიანია, გაჭირვებულებს ეხმარებიან, ვინმესთვის ან რაიმესთვის ანგარიშის ნომერი რომ დაიდება - ფული გროვდება ხოლმე, გულუხვობაც
არაა უცხო, კეთილი ხალხი ვართ ასე თუ ისე, მაგრამ საზოგადოება, სისტემურად არასოლიდარულია.
გარემო არაა ადაპტირებული, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის მხოლოდ ბოლო წლებია ყინული დაიძრა, პანდუსები აუცილებელი გახდა, მაგრამ ეს პანდუსებიც მხოლოდ ვალის მოხდის მიზნით კეთდება უმეტესგან, სსმ პირი კი არა, მე ავილეწები ასვლა-ჩამოსვლა რომ ვცადო. არაა ადაპტირებული სამუშაო ადგილები, გასართობი პუნქტები და ა.შ.
ახლა კიდევ პანდემია დაემატა და ისევ გვავიწყდება მოსახლეობის დაუცველი ნაწილი. "შენ აიცერი და დაიცავი თავი, მე რატომ მთხოვ აცრას" - ხომ ხშირად გაიგეთ ეს პოზიცია. და რა თქმა უნდა, ყველას გვავიწყდება, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ გარემოში დაუცველად გრძნობენ თავს: ბავშვები, რომლებსაც ვერ ავცრით; ქრონიკული ავადმყოფობების და ამა თუ იმ ალერგიის მქონე ადამიანები, რომლებისთვისაც რიგ შემთხვევებში არაა მიზანშეწონილი აცრა; რას ვთავაზობთ ამ ხალხს "შენ შენ თავს იცავ, მე რასაც მინდა იმას ვიზამ" პრინციპით? პანდემიის სტატისტიკა იმატებს და მეტი ადამიანი ხვდება რისკის ქვეშ, ვიღაცებს საკუთარი იმუნიტეტის იმედი აქვთ, მაგრამ ვისაც არც იმუნიტეტი აქვს კარგი და ვერც იცრება? ნორმალურ საზოგადოებაში მათზე დანარჩენი მოსახლეობა უნდა ზრუნავდეს, საკუთარი თავის მცირედად შეზღუდვით სხვებისთვის უნდა იხსნებოდეს სასიცოცხლო სივრცე, მაგრამ ჩვენთან, ისევე როგორც ყველა სხვა საკითხში, აქაც "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი" პრინციპი მოქმედებს. "თვითონ ნუ გამოვა და დარჩეს სახლში". იმიტომ რომ ამ მიდგომით "ჩვენია" ეს სივრცე და არა "მათი", დაუცველების.
კოვიდ-პასპორტის ყოფნა-არყოფნაზე არ დგას ეს საკითხი, ზოგადად, მიდგომაა ასეთი, როგორც მოსახლეობის ისე სახელმწიფოს მხრიდან. მოხუცების ადგილი აქ არ არის, ბავშვების ადგილი აქ არ არის, დაუცველების ადგილი აქ არ არის, "მგელი უნდა იყო ძმაო".
გიორგი ხაბურზანია:
- ძალიან უსამართლოა რომ დნმ-ი თანაბრად არ არიგებს ინტელექტს, ამიტომ შევეცდები ავხსნა საღი აზრი ჩემი საშუალო ინტელექტის დონეზე:
1. კოვიდი რეალურად არსებობს და ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი, ვინაიდან ის მარტო 3.7 მილიონიან საქართველოში დღეში კლავს მინიმუმ 40 ადამიანს უკვე თვეებია. ეს ფაქტია.
2. ვაქცინაცია არ უზრუნველყოფს 100% დაცვას ვირუსისგან, მაგრამ როგორც პრეზერვატივი აივ ინფექციისგან გიცავს 99.5% შემთხვევაში კოვიდის ფატალური, ლეტარული ანუ ქართულად რომ ვთქვათ სიკვდილისგან, პანაშვიდისგან და ქელეხებისგან გიცავს 99%-ით!!!!
3. ვაქცინაცია აუცილებელია ნამდვილი ჯოგური იმუნინეტის გამომუშავებისთვის, რაც სხვანაირად ამ ვირუსის შემთხვევაში ვერ მოხდა. იხილეთ შვედეთის მაგალითი.
4. რაც უფრო მეტი აიცრება, მაგალითად ჩვენი მოსახლეობის 90% რომ იყოს აცრილ-დაბუსტული, ვირუსი ფაქტიურად გაქრებოდა როგორც პანდემია ჩვენი ცხოვრებიდან, მაგრამ რადგან აცრილები უმცირესობაში არიან პანდემია საქართველოში არ დამთავრდება თვეები და კიდევ წელი თუ არა.
5. მწვანე პასპორტი გამოიგონეს იმ თავისუფალმა ქვეყნებმა, რომლის კონსტიტუცია არ აძლევთ მათ უფლებას დაავალდებულოს მოქალაქე რომ აიცრას. მწვანე პასპორტის ძირითადი დანიშნულება პრევენცია კი არა ინსენტივია, რომ ურჩი მოსახლეობა აიცრას მათი კონსტიტუციური უფლებების დარღევვის გარეშე.
6. მეცნიერების უარმყოფველი, მჩხიბავი ერები, როგორიც საქართველოა განწირულები არიან მაჩანჩალები იყვნენ პანდემიასთან ბრძოლაში.
სამარცხვინო იდიოტები!
ნიკა გვარამია:
- და, არ შეიძლება, ვისაც აცრები გაკეთებული გვაქვს, ისინი იმით მაინც გამოგვარჩიოთ, რომ მუქი მწვანე პასპორტები დაგვირიგოთ?
ფაქტის კონსტატაცია: საქართველოში ანტივაქსერებმა გაიმარჯვეს. ყველა სფეროში.
ბიძინა კულუმბეგოვი:
- ამ ფორმით პასპორტს ჯობია არ გვქონდეს!
პ.ს. დახვეწის და გაუმჯობესების შანსი აქ ნულის ტოლი იყო მაინც...
კერძო ბიზნესმა და არა მარტო უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი ობიექტზე დაუშვას ან ახალი (48 სთ) ტესტით ან ვაქცინაციის სტატუსით (ბოლო ინექციიდან 3 თვეში ბუსტერის მოთხოვნით). ეს წესი მინიმუმ შემდეგი 1 თვე უნდა მოქმედებდეს.
მე პირადად მხოლოდ ასეთ ობიექტებზე ვაპირებ სტუმრობას!
კახა მამულაშვილი (მამულიჩა):
- თქვენ თავს თქვენ თვითონ უშველეთო…..
პრინციპში, მე სულ მაგ აზრზე ვარ.
FACEBOOK - გაუზიარე მეგობ
კომენტარები