'ზურაბ ჟვანია მოკლულია და ამის გამო, სულ ცოტა, 15 მაღალჩინოსანი დაისჯება! ესენი არიან...."

'ზურაბ ჟვანია მოკლულია და ამის გამო, სულ ცოტა, 15 მაღალჩინოსანი დაისჯება! ესენი არიან...."

პოლიტიკა
11-01-2022, 19:45



'ზურაბ ჟვანია მოკლულია და ამის გამო, სულ ცოტა, 15 მაღალჩინოსანი დაისჯება! ესენი არიან...."


7-8 წლის განმავლობაში ზურაბ ჟვანიას საქმე «ნაციონალური მოძრაობის» კონტროლქვეშ იყო და იმჟამინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ შეცვალეს _ სამხილები გააქრეს და სურთსაზოგადოებამ ის აბსურდული ვერსია დაიჯეროსზურას გარდაცვალებიდან 15 წუთშიდილის 8 საათზე ტელევიზიით ივანე მერაბიშვილმა რომ გაავრცელა.

ყველაფერი ხელახლა იქნებოდა დასაწყები და, ალბათ, ამიტომაც გაგრძელდა ამდენ ხანს ჟვანიას საქმის გამოძიება. გამქრალი სამხილების მოძიებას, რა თქმა უნდა, დრო დასჭირდებოდა. თანაც, ზურას ოჯახის წევრებისგანაც ვიცი, რომ არ აძალებენ პროკურატურას, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიეთ ეს საქმეო; მოთმინებით ელიან დღეს, როდესაც, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს პრემიერმინისტრის მკვლელობა გახსნილად გამოცხადდება.

მესმის, რომ ამ საქმეს საზოგადოების მხრიდან დიდი ვნებათაღელვა ახლავს თან. ათას რამეს ამბობენ და წერენ. ითქვა, ჟვანიას საქმე გახსნილია და ბიძინა ივანიშვილის მაგიდაზე დევსო, რაც აბსურდია. რა უნდა ზურაბ ჟვანიას საქმეს ბიძინა ივანიშვილის მაგიდაზე? ისიც კი თქვეს, ზურაბ ჟვანიას მეუღლე და ძმა წინააღმდეგი არიან, პროკურატურამ უკვე გახსნილი საქმე გამოამზეუროსო. ეს ყველაფერი არის «ნაციონალური მოძრაობის» მიერ დაყრილი ხმები, რადგან ისინი დღესაც ზუსტად ისე მოქმედებენ, როგორც ზურას გარდაცვალების დღიდან მოქმედებდნენ. გახსოვთ, ალბათ, რა სიბინძურეებსაც ავრცელებდნენ, ამიტომ ნუ ავყვებით მოარულ ხმებს. ბოლოსდაბოლოს, ზურას ახლობლებსაც გვაქვს უამრავი ინფორმაცია, საკმაოდ მყარ არგუმენტებზე დამყარებული ვერსიები და ზუსტად ვიცით, როდესაც ამ საქმის გამოძიება დასრულდებაუამრავი ადამიანიმათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და დღეს ციხეში გამომწყვდეული შს ყოფილი მინისტრი მერაბიშვილიაუცილებლად აგებენ ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე პასუხსდიახზურაბ ჟვანია მოკლულია და ამის გამო არა მხოლოდ ეს ადამიანებისულ ცოტა, 15 კაცი მაინც დაისჯება!

 ეს არის  ჯგუფურიპოლიტიკურისახელმწიფოს მიერ ჩადენილი მკვლელობარის გამოც უამრავ ნაცლიდერს მოხვდება მათრახი. საუბარი იმაზე, რომ მათ შემთხვევით შემოაკვდათ ზურა, აბსურდია. მგონია,
რომ მოხდა ინციდენტირის შემდეგაც საჭირო შეიქნა ზურას მკვლელობარაულ იუსუპოვი კი საჭირო გახდა იმ ბინძური სურათის შესაქმნელადრომელიც «ნაცმოძრაბამ» შეთხზა.

საზოგადოებას გია ბარამიძესთანაც აქვს კითხვებითუმცა ის რამე  კავშირსაც კი უარყოფს ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმესთან

_ გია ბარამიძემ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იცის, მაგრამ ამ მკვლელობაში მისი დადანაშაულება წარმოუდგენელია. ბარამიძემსხვების მსგავსადდუმილის სანაცვლოდ გარანტიები მიიღო და ამიტომაც არის ჩუმადთუმცამგონიარომადრე თუ გვიანდადგება დრო და გია ბარამიძე სიმართლეს იტყვის.

რას არ დავთმობდი, ოღონდაც ზურა ცოცხლი ყოფილიყო, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ქვეყანაში სულ სხვა ვითარება იქნებოდა. ისიც ვიცი, «ნაცმოძრაობა» ვერ შეძლებდა 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნას.  მათ მიერ დამყარებულ დიქტატურასა და ბაკქანალიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

თქვენი აზრითრატომ მოიშორეს ზურაბ ჟვანია?
_ იმიტომ, რომ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიასი ეშინოდარადგან იგი ვერც ინტელექტითვერც ურთიერთობებითვერც პოლიტიკური ალღოთი თუ პროგნოზირების ნიჭით ვერ უტოლდებოდა ზურაბს. სააკაშვილისგან განსხვავებით, ზურა იყო კაცი, ვაჟკაცი, მეგობარი და თანამოაზრე. სააკაშვილის ასევე ეშინოდა ზურას გუნდის, რომელიც საკმაოდ ძლიერი და ერთგული იყო. სააკაშვილის გარშემო კი არსებობდნენ ზურა ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არც ინტელექტით და არც განათლებით არ გამოირჩეოდნენ და არც პოლიტიკაში ბრწყინავდნენ. სააკაშვილი ხვდებოდა, რომ ზურა მასზე წონიანი პოლიტიკოსი იყო და ხელს არ აძლევდა ასეთი კაცის არსებობა.
დიახ, იმთავითვე ფსიქიკურად გაუწონასწორებელ სააკაშვილში ზურასნაირი ადამიანები შიშს ბადებდნენუნდა გენახათროგორი არარაობა იყო სააკაშვილი ზურას გვერდითუნდა გენახათ სააკაშვილის სახეროდესაც ზურა მის პოზიციას არაფრად აგდებდა _ შეგეცოდებოდათ.
ერთ ამბავს გიამბობთ: ზურა მინისტრთა კაბინეტის სხდომას ატარებდა. ამასობაში მე მისი თანაშემწე გოგოების ოთახში ვიჯექი. ეს სხდომა რამდენიმე წუთის დაწყებული იყო, როდესაც ტელევიზიით გამოაცხადეს სოფლის მეურნეობის მინისტრის, გია შერვაშიძის, დაპატიმრების ამბავი. იმხანად სააკაშვილმა სატელევიზიო დაპატიმრებები მოდური გახადა. როცა ეს ინფორმაცია მყისიერად აცნობეს ზურას, მან შეაჩერა მთავრობის სხდომა, დაურეკა სააკაშვილს და უთხრა, რომ მინისტრთა კაბინეტის სხდომას არ ესწრებოდა ერთ-ერთი მინისტრი და, ვიდრე ეს მინისტრი არ მივიდოდა,  მთავრობის სხდომას არ გააგრძელებდა. მახსოვს, დაახლოებით 20 წუთში გია შერვაშიძე მოვიდა და ზურამ გააგრძელა მთავრობის სხდომა. ამით ჟვანიამ სააკაშვილი დააყენა ფაქტის წინაშე, რომ ასე ვეღარასდროს მოიქცეოდა.

იმხანად სატელევიზიო დაჭერები მეხის გავარდნასავით იყო, ზურას გარდაცვალების შემდგომ კი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. გახსოვთ, ალბათ, 2004 წელს როგორ დაფრინავდა მთვრალი სააკაშვილი პარიზიდან მილანში ან პირიქით, თან ვიღაცებს დააწანწალებთა. ხან ციგით სრიალებდა და ხანაც საბავშო ბაღებში ჭამდა. მახსოვს, თვითმფრინავის ტრაპთან საკმაოდ შეზარხოშებული სააკაშვილი როგორ იძლეოდა იდიოტურ კომენტარებს. დიახ, 2004 წელსვიდრე სააკაშვილი აქეთიქით დაბოდიალობდაქვეყანას ზურაბ ჟვანია მართავდასააკაშვილის მიერ გაფუჭებულ საქმეებს აგვარებდა  და ქვეყანა კრიზისიდან გამოჰყავდამაგრამ სააკაშვილსა და მის გუნდს ზურასნაირი პრემიერი და ნორმალური საქართველო არ სჭირდებოდათ. როგორი ქვეყანა და პრემიერიც უნდოდათ, ბოლო 9 წლის განმავლობაში ვიხილეთ. ზოგს პანღურს ურტყამდა, ზოგსაც _ ალიყურს და ასე მართვდა სააკაშვილი საქართველოს  ჟვანიას თავიდან მოცილების შემდეგ.

ზურას დაღუპვა ჩემთვის შოკი იყო. დილაადრიან ჩემმა ძმამ შემატყობინა და ვერც კი გავაცნობიერე, რა მოხდა. მაშინვე ზურას სახლში მივვარდი… გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას მაკიაჟი მე გავუკეთე და საკუთარი თვალით ვნახე, რომ კეფაზე, თხემის ძვალთან ჰქონდა მოგრძო და ღრმა ჭრილობა, რომელსაც მარჯვენა მხარეს სილურჯე ემჩნეოდა. მაშინვე ვანახე ეს ჭრილობა  ხათუნა გოგორიშვილს და ვკითხე, ზურას ტრეპანაცია თუ გაუკეთეს-მეთქი. მიპასუხა, მგონი, არაო.

პრემიერის გარდაცვალების შესახებ აშშის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნაზე როგორი რეაქცია გქონდათ?
_ ამ დასკვნაზე მე კი არა, თავის დროზე ხათუნა გოგორიშვილსა და გია ბარამიძესაც უამრავი კითხვა ჰქონდათ. იმხანად ჩემთვის ეს დასკვნა არ იყო ხელმისაწვდომი და ყველა ინფორმაციას ხათუნასა და გიასგან ვიღებდი და სამივე ერთ პოზიციაზე ვიყავით. მათგან გავიგე, რომ 5 პარამეტრი უნდა ყოფილიყო შენობაში დაცული, ადამიანი გაზით რომ მოწამლულიყო. ფანჯრები ჰერმეტულად უნდა ყოფილიყო დახურული, ფარდები სქელი ქსოვილისა უნდა ყოფილიყო, ქარის მიმართულებაც კი იყო მითითებული და ა. შ. გია და ხათუნა ამბობდნენ, რომ იმ ბინაში ხის ძველი კარ-ფანჯარა იყო და არც სქელი ფარდები ეკიდაო, მაგრამ ცოტა ხანში ამ ადამიანებს რაღაც დაემართათ და მთლიანად შეიცვალეს პოზიცია. იმასაც მივხვდი, რომ ამ ადამიანებთან არათუ ურთიერთობა, არამედ მათთვის კითხვის დასმაც წყლის ნაყვა იყო. ასე რომ, აღარ მაინტერესებდა, რა დაასკვნა ეფბიაი-მ და რა _ საქართველოს
პროკურატურამ. სიმართლე იყო ისრომ პრემიერი მოკლეს და ძიება არ მიმდინარეობდა.

_ «ნაცმოძაობის» წევრებმა პრემიერის გარდაცვალებიდან მალევემის ოჯახთან კონტაქტი შეწყვიტეს

_ არ მითხრათ, რომ სინდისმა შეაწუხათ და იმიტომო. მათ სურდათ, ზურას ოჯახის წევრებიც დაეყოლიებინათ იმ ვერსიაზე, რომელიც თვითონ გაავრცელეს. ზურას ოჯახი კი არ ჩუმდებოდა, არც თვალი დახუჭეს მომხდარზე და არც ფინანსურ შეთავაზებას დათანხმდნენ. მეტი რა ექნათჟვანიას ოჯახსაც ხომ არ მოუწყობდნენ ლიკვიდაციასთუმცასაშუალება რომ ჰქონოდათამასაც სიამოვნებით გააკეთებდნენ. ამიტომ ერთადერთი დარჩათ ის, რომ სრული იგნორირება გამოეცხადებინათ ზურაბ ჟვანიას ოჯახისთვის. სააკაშვილმა დაამკვიდრა ტენდენცია, თუ ჟვანიას ოჯახთან გაქვს ურთიერთობა, ე. ი. ჩვენი მტერი ხარ. აი, ამის გამო შეწყვიტეს ურთიერთობა.
მაინც რატომ მოკლეს ზურაბ ჟვანია?

_ 2004-2005 წლები საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმების პერიოდი იყო. იმხანად არა მხოლოდ პოლიტიკის, ბიზნესის გადანაწილებაც ხდებოდა. ასპარეზზე გამოვიდნენ ფინანსურად დაინტერესებული პირები, როგორიც იყო, მაგალითად, სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, ირაკლი ოქრუაშვილი და კეზერაშვილი, ახალაიების ოჯახი, ვანო მერაბიშვილი… ამ ადამიანებს შორის დაიწყო ბრძოლა. ისინი «ნაციონალურ მოძრაობაშიც» ცდილობდნენ გავლენის ბერკეტების მოპოვებას. თემურ ალასანია კი ცდილობდა, თვითონ გაეკონტროლებინა საქართველოში ეკონომიკური ბერკეტები. თემაზე, რატომ შეეშინდა თემურ ალასანიას ზურაბ ჟვანიასი, ძალიან საინტერესოდ საუბრობს ირაკლი კაკაბაძე. ის ამბობს, რომ ჟვანიას მკვლელობა უკავშირდება იარაღით ვაჭრობას, რომელსაც უშუალოდ თემურ ალასანია განაგებდა. დარწმუნებულ ვარ, ზურა ნამდვილად არავის მისცემდა უფლებას, ასეთი შავი ბიზნესი ეკეთებინა თავის ქვეყანაში.

სხვათა შორისირაკლი კაკაბაძემ თავის ნაწარმოებ «მარგინალურ ბოდვებში» აღწერა სიტუაციაროგორ დაიგეგმა ამერიკაშითემურ ალასანიას ბინაშიჟვანიას მკვლელობარომელსაც შემთხვევით შეესწრო და მოითხოვდა კიდეცრომ ამ საკითხზე პროკურატურას დაეკითხა.
_ ირაკლი ზურას მეგობარი იყო და მისი ნათქვამი დამაფიქრებელი და სანდოა.
თქვენ არ დაგკითხათ პროკურატურამ?
_ წესით, ზურას კეფაზე ნანახი ჭრილობის თაობაზე უნდა დაინტერესებულიყვნენ და დავეკითხეთ, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა.



კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно