დათის მდგომარეობა მძიმეა... ძალიან დიდ ტკივილებს განიცდის“ - ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება
პოლიტიკა
10-05-2022, 18:51
შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის გადასარჩენად ნახევარი მილიონი დოლარია საჭირო.
„დღესდღეობით, ექიმები ვერაფერს გვპირდებიან. დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოლარია საჭირო, ოღონდ აქ არ შედის იმპლანტი და არაფერი, უბრალოდ, იმისთვის, რომ გადარჩეს.
მისი კანის 70% ღია ჭრილობაა. სულ ღიაა, შეიძლება ღვიძლი დაინახო, თირკმელი... ძალიან დიდ ტკივილებს განიცდის. ფიქრობენ, რომ ძალიან რთული იქნება მისი ოპერაციები, ძალიან რთული იქნება მისი დახურვა. არ იციან, როგორ უნდა დახურონ და რა უნდა გააკეთონ.“ - ამბობს მოზარდის მამა „ქრონიკასთან“.
კომენტარები