"ეს სრულიად მიუღებელია", - მათეუსმა ბაიერნის ფეხბურთელები გააკრიტიკა
ახალი ამბები / ფეხბურთი
2-05-2022, 22:26
გერმანიის ნაკრების და „ბაიერნის“ ექს-ფეხბურთელმა, ლოტარ მათეუსმა ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ „მაინცთან“ 1:3 წაგების შემდეგ, გერმანიის ჩემპიონის ფეხბურთელების უმრავლესობა იბიცაზე გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ ამ სეზონში გერმანიის ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს.
„ეს სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით ასეთი მატჩის შემდეგ. გუშინ რომ მოეგოთ, ვიტყოდი: „თუ გინდათ იბიცაზე 2-3 დღეც დარჩით.“
ნაგელსმანის ადგილზე რომ ვიყო, ძალიან მკაცრ ზომებს მივმართავდი - ასეთი თამაშის შემდეგ დასვენების დღეები უქმდება ხოლმე.“ - აღნიშნა მათეუსმა.
კომენტარები