მანუელ ნოიერმა ოპერაცია გადაიტანა და ბაიერნს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარეა
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-02-2022, 01:03
ბაიერნის“ მეკარე, მანუელ ნოიერი, თავის გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.
დღეს გერმანელმა გოლკიპერმა მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც რამდენიმე კვირა გაუცდება.
შეგახსენებთ, რომ „ლაიპციგთან“ მოპოვებული გამარჯვებით ნოიერი ბუნდესლიგაში მოგებებით ოლივერ კანს გაუტოლდა - ორივე ლეგენდარულ გოლკიპერს გერმანიის ჩემპიონატში 310 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
მიმდინარე სეზონში, 35 წლის მეკარემ ბუნდესლიგის 20 მატჩში ითამაშა და 19 გოლი გაუშვა.
კომენტარები