მელია სუსტი თავმჯდომარეა მოგებული ომი წაგვაგებინა და აქ ურევია მისი ხელი, - თაკო ჩარკვიანი

მელია სუსტი თავმჯდომარეა მოგებული ომი წაგვაგებინა და აქ ურევია მისი ხელი, - თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა
29-04-2022, 19:31



პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციამ მოგებული ომი წააგო და ამაში, მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" სუსტი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას ხელი ურევია. ჩარკვიანი ამბობს, რომ ნიკა მელიას მანიპულირებას ახერხებდა საკმაოდ ჭკვიანი ცბიერი, მაგრამ არატალანტი გიგა ბოკერია.

"20 ივნისს, გავრილოვის ღამეს, როცა ყველაზე დიდი აქცია ჩატარდა, მართლა მთელი ქალაქი გამოსული იყო და ეს არ იყო ერთი პარტიის გამოყვანილი, თქვენ გახსოვთ, როგორი კრიტიკა დაიმსახურა ჩემმა გამოსვლამ, როდესაც ვიკითხე, რომ ამ ყველაზე დიდი აქციების შემდგომი გასაღები როგორ აღმოჩნდა ბოკერია- ჩერგოლეიშვილის "ევროპული საქართველოს" ხელში. როდესაც ყველაზე მსხვილი "ნაციონალური მოძრაობა", პრაქტიკულად, ანტურაჟს უქმნიდა უმცირეს "ევროპულ საქართველოს", რომელმაც გაანგრია შუაზე თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობა".

ახლა მე გეკითხებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახლავთ ნიკანორ მელია, რომელმაც დააძინა პროცესი და მე კიდევ კითხვას ვსვამ ღია ეთერში, გასაღებიც ხომ არ აღმოჩნდა ნიკანორ მელიას მიცემული ევროპული საქართველოსთვის. ეს არის ჩემი გაანალიზება მაშინდელი აქციის და ყირაზე წავიდა ყველაფერი, მოგებული ომი წაგვაგებინეს, ბატონებო, და აქ ურევია სუსტი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას ხელი. მე არ მინდა, სხვაგვარად დავდო ბრალი, მაგრამ ძალიან სუსტი თავმჯდომარეა, რომლის მანიპულირებასაც ახერხებდა საკმაოდ ჭკვიანი ცბიერი, მაგრამ არატალანტი, ეს უკვე მისი სურვილია, გიგა ბოკერია,"- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.


კომენტარები
რაღაცა მე შენ არ მომეწონე ლევან, როგორ გაბედე, რომ შემეპასუხე – თაკო ჩარკვიანი ლევან ხაბეიშვილს
რაღაცა მე შენ არ მომეწონე ლევან, როგორ გაბედე,...
22-04-2022, 21:33
ირაკლი კობახიძე სკანდალური ინფორმაცია ავრცელებს
ირაკლი კობახიძე სკანდალური ინფორმაცია ავრცელებს...
22-04-2022, 21:26
თაკო ჩარკვიანის თქმით, ზურაბ ჟვანია რუსეთის კაცი იყო
თაკო ჩარკვიანის თქმით, ზურაბ ჟვანია რუსეთის კაცი...
22-03-2022, 18:03
შოკისმომგვრელი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმს აფინანსებს
შოკისმომგვრელი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლება...
12-03-2022, 22:36
აღარ ვაპირებ დავინდო – ჩარკვიანი მელიაზე
აღარ ვაპირებ დავინდო – ჩარკვიანი მელიაზე...
12-02-2022, 21:59
სასიხარულო ინფორმაცია ხდება ცნობილი მთელი საქართველოსთვის სააკაშვილი მალე...
სასიხარულო ინფორმაცია ხდება ცნობილი მთელი...
4-02-2022, 21:35
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно