ირაკლი კობახიძე სკანდალური ინფორმაცია ავრცელებს
პოლიტიკა
22-04-2022, 21:26
ირაკლი კობახიძე სკანდალური ინფორმაცია ავრცელებს
„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციას ზელენსკი რომ შეხვდეს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიული ურთიერთობების განახლების თვალსაზრისით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.
„რა თქმა უნდა, ეს იქნება კონტრპროდუქტიული. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არ მოხდება. საუბრობენ ისინი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ შეხვდა ქართულ ოფიციალურ დელეგაციას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კიევში იყო ჩასული და ხვდება „ნაცმოძრაობის“ დელეგაციას: მელიას, მარგველაშვილს და სხვებს, ეს რომ წარმოვიდგინოთ, ეს იქნება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი უარყოფითი ნიშანი, ბუნებრივია, ასეთი რამ არ წაადგება ქვეყნებს შორის, ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობას, ურთიერთობას, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები