ბარსელონა დი მარიასთვის ბრძოლაში ჩაერთო
ახალი ამბები / ფეხბურთი
2-05-2022, 00:10
ანხელ დი მარიას კონტრაქტი "პარი სენ-ჟერმენთან" სეზონის ბოლოს ეწურება და როგორც ჩანს, ის ფრანგულ კლუბს დატოვებს. TyC Sports-ის ცნობით, "ბარსელონა" ერთ-ერთი კლუბია, რომელიც მისი უფასო ტრანსფერით არის დაინტერესებული.
"იუვენტუსი", "ატლეტიკო" და "ბენფიკა" ასევე აკვირდებიან გარემარბს. 34 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ბარსას" დი მარიას უკავშირებენ. ჯერ კიდევ გასარკვევია, მზად იქნება თუ არა ანხელი "ბლაუგრანაში" სათამაშოდ მადრიდში ოთხი წლის გატარების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ დი მარიამ "რეალის" შემადგენლობაში 2014 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა, შემდეგ გადავიდა "მანჩესტერ იუნაიტედში", შემდეგ კი "პარი სენ-ჟერმენში".
კომენტარები