პრემიერ ლიგაში დარჩენა, თუმცა არა მანჩესტერში? - პოგბას წასვლა გარდაუვალია
ახალი ამბები / ფეხბურთი
23-04-2022, 00:09
პოლ პოგბა სავარაუდოდ ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს. ფრანგი პრემიერ ლიგის 33-ე ტურის მატჩის "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ნორვიჩს" შორის (3:2) გულშემატკივრების საქციელმა შეაწუხა.
ნახევარმცველი 74-ე წუთზე შეცვალეს და გულშემატკივრებმა მას უსტვინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. Sky Sports-ის ცნობით, პოგბა არ გამორიცხავს, რომ პრემიერ ლიგაში დარჩეს.
ტრავმის გამო ნახევარმცველი პრემიერ ლიგის 30-ე ტურის გადადებულ მატჩში "ლივერპულთან" (0:4) მე-10 წუთზე შეცვალეს. ტრავმის სიმძიმეს სამედიცინო პერსონალი შეაფასებს.
შესაძლოა ეს თამაში პოგბასთვის ბოლო ყოფილიყო "იუნაიტედში". სეზონის დასრულებამდე კლუბს 6 მატჩი აქვს დარჩენილი. პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2016 წლის აგვისტოდან თამაშობს.
კომენტარები