ესპანეთი თუ "რივერ პლეიტი" - კავანი საკუთარ მომავალს თვითონვე გადაწყვეტს
ახალი ამბები / ფეხბურთი
13-02-2022, 01:00
სამხრეთ ამერიკელი ედინსონ კავანი "მანჩესტერ იუნაიტედს" დიდი ალბათობით 2022 წლის ზაფხულში დატოვებს.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ურუგვაელი ივნისში კლუბიდან უფასოდ წავა, ფეხბურთელისთვის პრიორიტეტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში თამაშია.
მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში ედინსონი კარიერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელით "რივერ პლეიტიც" ინტერესდება.
34 წლის შემტევმა პრემიერ ლიგის 11 მატჩში თავი 2 გოლით გამოიჩინა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
კომენტარები