შეთანხმება შედგა - თომას მიულერის მომავალი გაირკვა
ახალი ამბები / საქართველო
19-04-2022, 09:58
თომას მიულერი „ბაიერნთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
Bild-ის ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელთან კლუბმა მოლაპარაკებები თვის დასაწყისში დაიწყო და მხარეებმა შეთანხმებას მალევე მიაღწიეს.
გერმანელი ლეგენდა მშობლიურ გუნდთან კონტრაქტს 2025 წლამდე გაახანგრძლივებს. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში იწურებოდა.
ახალი კონტრაქტის თანახმად მიულერის წლიური ხელფასი დაახლოებით 20 მილიონი ევრო იქნება, რაც მას გუნდში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.
კომენტარები