"რეალი" ბრაზილიელ ვუნდერკინდში 45 მილიონს გადაიხდის
ახალი ამბები / ფეხბურთი
4-02-2022, 00:58
"პალმეირასის" 15 წლის თავდამსხმელ ენდრიკით "რეალი" დაინტერესდა, - იტყობინება AS-ი.
"სამეფო კლუბი" მზადაა ენდრიკში 45 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ მის შეძენას მხოლოდ 2024 წელს შეძლებს, როდესაც ის სრულწლოვანი გახდება.
წელს ენდრიკმა "პალმეირასთან" კონტრაქტი 2025 წლამდე უნდა გააფორმოს, რომლის გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი იქნება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენდრიკს აგრეთვე "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი" და სხვა კლუბები აკვირდებიან.
ენდრიკი ცენტრალური თავდამსხმელია, "პალმეირასის" 20-წლამდე გუნდში თამაშობს და მალე პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგება.
კომენტარები