"რონალდუ მანჩესტერში სხვა განზრახვით მოდიოდა, მაგრამ ესეც აღარ გამოსდის", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელი
ახალი ამბები / ფეხბურთი
18-04-2022, 19:52
„ლივერპულის“ ექს-ფეხბურთელი, გრემ სუნესი მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუ სათადო ეფექტს ვეღარ ახდენს.
„რონალდუს ისტორიაში საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე აქვს პრეტენზია, თუმცა ახლა ის ტოვებს იმედგაცრუებული ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც უმაღლეს დონეზე თამაშის დასასრულს უფრო და უფრო უახლოვდება.
მის ტრანსფერამდე ვამბობდი, რომ ის ყველა კვირის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ მისი გასახდელში ყოფნა მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს. თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთის ცვლილების გამო მას ამ საკითხშიც პრობლემები შეექმნა. რონალდუ ვერ ახდენს ხალხზე იმ შთაბეჭდილებას, როგორსაც თავად ისურვებდა.
კრიტიკოსები თავზე ადგანან ჰარი მაგუაერს, მაგრამ გუნდში ასევე არის რაფაელ ვარანი, რომელიც ვეღარ არის ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ხუთი წლის წინ იყო. ამიტომ, მახსენდება ფრაზა იმის შესახებ, რომ არ შეიძლება, მოთამაშეებზე წარსულით იმსჯელო.
როგორც წესი, „რეალი“ არ უშვებს ხოლმე , რომლებიც ტოპ-დონეზე არიან. იოზილი ამის კარგი მაგალითია.“ - აღნიშნა „ლივერპულის“ ექს-ფეხბურთელმა.
კომენტარები