“რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ქიმიური ან ბირთვული იარაღი გამოიყენოს” – ზელენსკი
პოლიტიკა
15-04-2022, 22:05
“რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ქიმიური ან ბირთვული იარაღი გამოიყენოს” – ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა ქიმიური ან ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ ომში.უკრაინის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კრემლის ხელმძღვანელს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული ან ქიმიური იარაღი, რადგან არ აფასებს უკრაინელების სიცოცხლეს.”არამარტო მე, მთელი მსოფლიო, ყველა სახელმწიფო უნდა ღელავდეს, რადგან ეს შეიძლება იყოს ცრუ ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება იყოს სიმართლე…ქიმიური იარაღი, მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ, მათთვის ადამიანების სიცოცხლე-არაფერია… არ უნდა შეგვეშინდეს, მზად უნდა ვიყოთ. მაგრამ ეს საკითხი არ ეხება მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, მე ვფიქრობ”,-განაცხადა, ზელენსკიმ.
კომენტარები