სასიხარულო ინფორმაცია - იგეგმება ვლადიმერ პუტინის..........

სასიხარულო ინფორმაცია - იგეგმება ვლადიმერ პუტინის..........

პოლიტიკა
1-04-2022, 22:37



სასიხარულო ინფორმაცია - იგეგმება ვლადიმერ პუტინის..........

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მის განცხადებასთან დაკავშირებით ერთგვარი განმარტება გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის უკან არ წაიღებს, მის საკამათო კომენტარს იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინი „არ შეიძლება, ხელისუფლებაში დარჩეს“, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ რეჟიმის შეცვლას არ ითხოვს. თეთრ სახლში გამოსვლისას ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ „უკან არ იხევს“.

ბაიდენის განცხადებას ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ნაწილი ანერვიულდა, რომ ამას არ მოჰყოლოდა პუტინის მხრიდან მორიგი, აგრესიული ნაბიჯი და ბაიდენს ტერმინები დაუწუნა, მეტიც აშშ-ის პრეზიდენტს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა. ნაწილმა კი ერთგვარი განმარტებები გააკეთა, რომ მსოფლიო ლიდერებს არც მიზანი და არც სურვილი არ აქვთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან ჩამოცილებულ იქნას, რაც რეალურად, თავშივე ეწინააღმდეგება თავის თავს.

„მე ასეთ ტერმინებს არ გამოვიყენებდი, რადგან მე ჯერ კიდევ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ პუტინთან“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. მაკრონი ამით გამოეხმაურა ჯო ბაიდენის მიერ შაბათს პოლონეთში, ვარშავაში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის დროს გამოთქმულ კრიტიკას ვლადიმერ პუტინის მიმართ, რა დროსაც მას „ყასაბი“ უწოდა.

„ჩვენი მიზანია ომის შეჩერება, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გააჩაღა, ამასთან, უნდა ავიცილოთ ომი და ესკალაცია“, - აღნიშნა მაკრონმა.
უნდა აღნიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საუბარი არის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაძლო ლიკვიდაციაზე, რაც რეალურად, შესაძლოა, სწორედ პუტინის ახლო პირებს დაევალოთ. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით, რაიმე კონკრეტული და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს. უკრაინული მხარის მტკიცებით, ერთი რამ ფაქტია, პუტინი იმალება და შესაძლოა, თავს ბუნკერს აფარებდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბაიდენის განცხადების საფუძველზე, გამორიცხული არაფერია, - არც იმის შესახებ გეგმა, რომ შესაძლოა პუტინის ლიკვიდაცია იყოს დაგეგმილი, ან მისი თანამდებობიდან ჩამოშორება.

„მოვლენების განვითარება უჩვენებს, რომ დღეს მსოფლიო ძალების ინტერესშია, პუტინი აღარ იყოს მის თანამდებობაზე და აღარ ჰქონდეს იმ მუქარების ასრულების შესაძლებლობა, რითიც მთელ მსოფლიოს აშინებს. გნებავთ, ამას დაარქვით რეჟიმის შეცვლა, თუნდაც სხვა, თუმცა, მსგავსი სურვილი ალბათ, ნამდვილად არსებობს.

კონკრეტულად, საუბარი არის ამ პარანოიდალური პიროვნების თანამდებობიდან მოშორებაზე. ამ პიროვნებისადმი მიუღებლობა კი არ არის წინაპირობა, სიმპათია-ანტიპათიისა, ლაპარაკია საფრთხეზე, რომელსაც პუტინი მსოფლიოს უქმნის. ეს ისეთი თემაა, რომელიც ცნობილი ხდება მაშინ, როდესაც ფაქტი უკვე შემდგარია“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.

ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ბაიდენის ეს განცხადება ემოციური ფონით აიხსნება. როგორც მან For.ge-ს განუცხადა, პუტინს ამ ეტაპზე რაიმე საფრთხე არ ემუქრება.

„ჯერჯერობით, პუტინს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ეს ყველაფერი ფანტაზიაა და სასურველის რეალობად მიღებაა, რომ მას შეთქმულებას მოუწყობენ. პუტინი გორბაჩოვი არ არის, ნუ იტყვიან იმას, რომ პუტინი ჩეკისტია. გამოცდილება აქვს ისეთი, მთელი სიცოცხლე ფიქრობდა, ვისთვის როგორ მოეწყო შეთქმულება და ვინ როგორ მოეწამლა. ამიტომ, ეს არ მოხდება, პუტინს შეთქმულებას ვერავინ მოუწყობს, რადგან თავად შეთქმულების სპეციალისტია.

რაც შეეხება ბაიდენს, აქ ლუსტრაცია მოხდა იმის, რომ ბაიდენმა ემოციურად თქვა ეს, იყო ადამიანური რეაქცია, რომ „როგორ შეიძლება კაცი კიდევ იყოს თანამდებობაზე?!“ ბაიდენზე ბოლო სამი დღეა საშინელი ზეწოლაა როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან. მან ეს ყველაფერი ემოციურ ფონზე თქვა, თუმცა რეალობაა - სანამ რუსეთის პრეზიდენტი პუტინია, რუსეთიდან საფრთხე გარანტირებული აქვს ყველა მის მეზობელ ქვეყანას, რადგან არ მოისვენებს“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჯო ბაიდენმა პირველად უწოდა პუტინს „ომის დამნაშავე“, შემდეგ კი „მკვლელი დიქტატორი“, „ნამდვილი ყაჩაღი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ“. მას ასევე რუსეთის შეჭრას უკრაინაში „არაჰუმანური“ უწოდა.

„მე მორალურ აღშფოთებას გამოვხატავდი, რასაც ვგრძნობდი პუტინის ქცევისა და ამ ადამიანის ქმედებების მიმართ. მე არც მაშინ და არც ახლა არ გამოვხატავ პოლიტიკის ცვლილებას“, - განმარტა ამ განცხადების შემდეგ ბაიდენმა.



კომენტარები
კიდევ ერთი საშიშროება - რა ინფორმაცია ვრცელდება ვლადიმერ პუტინის ახალ გეგმაზე
კიდევ ერთი საშიშროება - რა ინფორმაცია ვრცელდება...
31-03-2022, 21:53
სასიხარულო ინფორმაცია : ვლადიმერ პუტინი რუსეთის.........
სასიხარულო ინფორმაცია : ვლადიმერ პუტინი...
29-03-2022, 21:36
პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება" - ბაიდენი პუტინს აფრთხილებს
პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება" - ბაიდენი...
27-03-2022, 13:47
მალე ჩვენ დავარტყამთ პუტინს ძალიან ძლიერად“ - ჯო ბაიდენი
მალე ჩვენ დავარტყამთ პუტინს ძალიან ძლიერად“ - ჯო...
12-03-2022, 19:24
სრული შოკი - რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დახმარებას ითხოვს
სრული შოკი - რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დახმარებას...
10-03-2022, 21:28
ვლადიმერ პუტინის ოჯახი მიწისქვეშა ბუნკერშია გადაყვანილი - უკრაინული მედია
ვლადიმერ პუტინის ოჯახი მიწისქვეშა ბუნკერშია...
1-03-2022, 19:03
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно