BREAKING: რომან აბრამოვიჩი ესპანური გრანდის შეძენას ცდილობს
ახალი ამბები / ფეხბურთი
11-04-2022, 01:19
რომან აბრამოვიჩმა შესაძლოა ესპანური გუნდი შეიძინოს.
ამის შესახებ „ვალენსიას“ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მიგელ სორიომ გამოაცხადა, რომელიც კლუბის აქციების შეძენის სურვილი თავადაც გამოთქვა.
„პიტერ ლიმი ლონდონში კლუბის 250 მილიონ ევროდ გაყიდვას ცდილობდა და ვერ მოახერხა. ახლახანს მან პრესას შეატყობიან, რომ ამჟამად ორი შეთავაზება აქვს - ჩემგან და „ჩელსის“ რუსი ოლიგარქისგან.“ - აღნიშნა სორიომ.
თუმცა, El Desmarque-ს ცნობით, კლუბის წყაროები უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს ამჟამინდელმა მფლობელმა „ვალენსიას“ გაყიდვა გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მთავრობისგან დადებული სანქციების გამო, აბრამოვიჩს „ჩელსის“ მართვაც შეეზღუდა და ოლიგარქი კლუბის გაყიდვას დღემდე ცდილობს.
კომენტარები