დე ბრუინი: "მატჩის მოსაგებად საკმარისზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით"
ახალი ამბები / ფეხბურთი
11-04-2022, 01:01
„მან სიტის“ ლიდერმა, კევინ დე ბრუინმა „ლივერპულთან“ ფრედ (2:2) დასრულებული მატჩი შეაფასა.
„რთული იყო. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ რომ ბრწყინვალედ ვითამაშეთ. ძალიან კარგი მატჩი გამოგვივიდა და უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, დიდებული თამაში იყო.
პირველი ტაიმის ბოლოსკენ უფრო მეტი გოლი უნდა გვქონოდა გატანილი, თუმცა შესვენებაზე მაინც ვიგებდით. მეორე ნახევრის დაწყება იმედგამაცრუებელი იყო. თუმცა, ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ და მოგებისთვის საკმარისზე მეტი საგოლე მომენტიც შევქმენით.
ინიციატივას ვფლობდით და სწორედ ასე უნდა ვითამაშოთ სეზონის ბოლომდე. ვიცი, რომ ხალხი ამბობდა, ამ მატჩის გამარჯვებული პრემიერ ლიგას მოიგებდაო. თუმცა, ორივე გუნდს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს საიმისოდ, რომ ყველა დარჩენილი მატჩი მოიგოს.
მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ამის გაკეთებას შევეცდებით.“ - აღნიშნა დე ბრუინმა.
კომენტარები