გვარდიოლა: "კარიერის დასრულების შემდეგ ვიფიქრებ, რომ ჩემი მთავარი მეტოქე ლივერპული იყო"
ახალი ამბები / ფეხბურთი
10-04-2022, 00:12
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისში მუშაობის პერიოდში თავისი მთავარი მეტოქე დაასახელა.
"როცა კარიერას დავასრულებ, გოლფის ყურებას დავიწყებ და აქ გატარებულ დროს გავიხსენებ, ვიფიქრებ, რომ "ლივერპული" ჩემი ყველაზე დიდი კონკურენტი იყო", - ციტირებს ესპანელის სიტყვებს ჟურნალისტი, საიმონ სტოუნი.
მოგეხსენებათ, 51 წლის სპეციალისტი "ქალაქელებს" 2016 წლიდან უდგას სათავეში და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
პრემიერ ლიგის 32-ე ტურის ეგიდით, "მანჩესტერ სიტი" "ეტიჰადზე" სწორედ "ლივერპულს" უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 19:30 საათზე აიღებს.
ამ დროისთვის, ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს გვარდიოლას შეგირდები ლიდერობენ 73 ქულით, ხოლო იურგენ კლოპის ბიჭების აქტივში 72 ქულაა.
კომენტარები