ინტერის ექს-ფორვარდი: "ლუკაკუმ თავდაჯერებულობა დაკარგა, ბენზემა კი პირიქით - უფრო თავდაჯერებული გახდა"
ახალი ამბები / ფეხბურთი
9-04-2022, 00:22
"ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ალდო სერენამ "ჩელსის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუსა და "რეალის" შემტევ კარიმ ბენზემაზე განცხადება გააკეთა.
იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა განსხვავებაა ბელგიელისა და ესპანელის ხასიათებს შორის.
"საქმე იმაშია, თუ როგორ რეაგირებენ ისინი ცვალებად გარემოებებზე", - წერს ვეტერანი სოციალურ ქსელში.
"პირველმა ახალი გამოწვევის შემდეგ თავდაჯერებულობა დაკარგა, მეორე კი კრიშტიანუ რონალდუს დასახმარებლად თამაშობდა, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ ტახტი დაიკავა, უფრო თავდაჯერებული გახდა და ძლიერი ხასიათი ჩამოუყალიბდა", - დასძინა სერენამ.
მოგეხსენებათ, 28 წლის ლუკაკუ გასული ზაფხულიდან "ჩელსიში" ირიცხება, ხოლო 34 წლის ბენზემა 2009 წლიდან "რეალის" ღირსებას იცავს.
კომენტარები