"ეს გენგამი კი არაა", - ბენ არფა მწვრთნელმა ამ ფრაზის გამო გუნდიდან მოკვეთა
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-04-2022, 00:16
სკანდალური ფრანგი ფეხბურთელი ჰატემ ბენ არფა „ლილის“ შემადგენლობას მწვრთნელთან კონფლიქტის გამო ჩამოაშორეს.
35 წლის ფეხბურთელი გუნდის ვარჯიშს კვირას და ორშაბათს არ დაესწრო.
2 აპრილს „ლილი“ ლიგა 1-ს მორიგ ტურში „ბორდოს“ დაუზავდა (0:0).
RMC Sport-ის ინფორმაციით, ბენ არფამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოსლენ გურვენეკს პრეტენზიები გამოუთქვა: „ჩვენ ზედმეტად ყრუ დაცვას ვთამაშობთ. არ ვგავართ გუნდს, რომელიც ევროთასებზე ადგილისთვის იბრძვის, ეს „გენგამი“ არ არის.
ცნობისთვის, გურვენეკი ადრე სწორედ „გენგამს“ წვრთნიდა. ბენ არფა კი „ლილში“ იანვარში გადავიდა და გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
კომენტარები