პოჩეტინო და არა ტენ ჰაგი - მანჩესტერი საბოლოო არჩევანზე უკვე ჩამოყალიბდა?!
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-04-2022, 00:11
მანჩესტერ იუნაიტედს" ეჭვი ეპარება ერიკ ტენ ჰაგის მიმართებაში. The Independent-ის ცნობით, ინტერვიუში "აიაქსის" მწვრთნელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მას 5-წლიანი პროექტი აქვს ჩაფიქრებული.
ტენ ჰაგმა მოიხსენია ფიზიკური მომზადება, როგორც პირველი ელემენტი, რომელსაც ის შეცვლიდა. 52 წლის მწვრთნელი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ესაუბრა.
მან შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და კლუბის ხელმძღვანელებს არ მისცა 100-პროცენტიანი არგუმენტი მისი დანიშვნის სასარგებლოდ. ტენ ჰაგი კვლავ განიხილება, როგორც "იუნაიტედის" მთავარი კანდიდატი.
უბრალოდ შთაბეჭდილება, რომელიც მან დატოვა, გასულ ზაფხულს "ტოტენჰემის" ბოსების შთაბეჭდილების მსგავსია. ის არასაკმარისად ქარიზმატულად ითვლება, განსაკუთრებით ამ პოსტის კიდევ ერთ კანდიდატთან, მაურისიო პოჩეტინოსთან შედარებით.
კომენტარები