მესი TOP 20-შიც აღარაა — ვინ არის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი Goal.com-ის ვერსიით?
ახალი ამბები / ფეხბურთი
5-04-2022, 21:52
Goal.com-ის ვერსიით, "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ლიონელ მესი "ოქროს ბურთის" მოგების ტოპ 20 პრეტენდენტს შორის აღარ არის.
ავტორიტეტული გამოცემა ფავორიტად მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელ თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის მიიჩნევს.
მარტის შუა რიცხვებში 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი მე-10 ადგილიდან მე-20 პოზიციამდე დაქვეითდა.
ახლა კი, რეიტინგის განახლებულ ვერსიაში, სადაც 20 ფეხბურთელია, პარიზელთა ერთ-ერთი ლიდერი საერთოდ ვერ მოხვდა.
რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს, ეს უკანასკნელი ამჟამად მე-20 ადგილს იკავებს.
პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. რობერტ ლევანდოვსკი – "ბაიერნი"
2. კარიმ ბენზემა – "რეალი"
3. მოჰამედ სალაჰი – "ლივერპული"
4. კილიან მბაპე – "პსჟ"
5. ლუკა მოდრიჩი – "რეალი"
6. სადიო მანე – "ლივერპული"
7. ბერნარდუ სილვა – "მანჩესტერ სიტი"
8. რიად მაჰრეზი – "მანჩესტერ სიტი"
9. ვინისიუს ჟუნიორი – "რეალი"
10. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი – "ლივერპული".
კომენტარები