ისტორიაში პირველად, NATO-მ სწრაფი რეაგირების ძალები გაააქტიურა
პოლიტიკა
27-02-2022, 18:46
NATO-მ სწრაფი რეაგირების ძალები გაააქტიურა, როგორც თავდაცვითი ღონისძიება უკრაინაში რუსეთის მიმდინარე შეჭრის საპასუხოდ. ეს პირველი შემთხვევაა ალიანსის არსებობის ისტორიაში.
NATO-ს მოკავშირეთა უმაღლესი სარდლის, გენერალ ტოდ უოლტერსის თქმით, გააქტიურებულია მრავალეროვნული ძალები, რომელიც შედგება მოკავშირეების სახმელეთო, საჰარეო, საზღვაო და სპეციალური საოპერაციო ძალებისგან, რომლებსაც შეუძლიათ, სწრაფად განლაგდნენ ალიანსის მხარდასაჭერად.
მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ აშშ-ის ან NATO–ს ჯარები შევლენ უკრაინაში, რომელიც არ არის ალიანსის წევრი ქვეყანა. აშშ-ის ჯარები განლაგდებიან აღმოსავლეთ ევროპაში, რათა დაეხმარონ "NATO-ს ქვეყნებს, რომლებიც ღელავენ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო":
"ეს ისტორიული მომენტია. ალიანსმა პირველად გამოიყენა უმაღლესი მზადყოფნის ძალები შეკავებისა და თავდაცვის მიზნით. ეს არის მოქნილი, სანდო საბრძოლო ძალა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი მიმართულებით. ეს შემაკავებელი ზომები არის გონივრული და აძლიერებს ჩვენს სისწრაფეს, რეაგირების და თითოეული ადამიანის დაცვის უნარს". - განაცხადა უოლტერმა.
კომენტარები