სუპერამბავი დუბაიდან - ბასილაშვილს ძალიან გაუმართლა

სუპერამბავი დუბაიდან - ბასილაშვილს ძალიან გაუმართლა

ახალი ამბები / ჩოგბურთი
22-02-2022, 01:31



საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს დუბაის ტურნირზე ბადე საკმაოდ გაუმარტივდა.

საქმე იმაშია, რომ ის პირველ წრეში პლანეტის მე-9 ნომერ ფელიქს-ოჟე ალიასიმს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა კანადელმა დუბაიში ჩასვლაზე უარი განაცხადა და დასვენება გადაწყვიტა.

შესაბამისად, ჩვენებურის მეტოქე კვალიფიკაციის იღბლიანი დამარცხებული იქნება. ის კი მსოფლიოს 66-ე ნომერი ავსტრალიელი ალექს პოპირინია, რომელიც ძალიან ცუდ სეზონს ატარებს.

წესით, ნიკოლოზს ამ ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეს, თანაც ის მეტოქეს ერთხელ უკვე შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო.

თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ბასილაშვილი 1/8-ფინალში გერმანელ შტრუფსა და ლიეტუველ რიკარდას
ბერანკისს შორის უკეთესს დაუპირისპირდება. ამ ორივე ჩოგბურთელთანაც ის უდავო ფავორიტი იქნება.

1/4-ფინალში კი ნიკას უკვე გაცილებით რთული მეტოქე ეყოლება. ის პოლონელი ჰუბერტ ჰურკაცი ან კანადელი დენის შაპოვალოვი შეიძლება იყოს.


კომენტარები
ბასილაშვილი კატარის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა
ბასილაშვილი კატარის ღია პირველობის მეოთხედფინალში...
17-02-2022, 00:50
ის დაბრუნდა! - ბასილაშვილი დოჰაშია... მოქმედ ჩემპიონზე ცნობილი ყატარული გამოცემა წერს
ის დაბრუნდა! - ბასილაშვილი დოჰაშია... მოქმედ...
13-02-2022, 00:58
კლოპი: "არამგონია, სალაჰს თავში მოტივაციისთვის ადგილი ჰქონდეს დარჩენილი"
კლოპი: "არამგონია, სალაჰს თავში მოტივაციისთვის...
10-02-2022, 13:29
"სოლიდარობა ბასილაშვილს! მასთანაც და ჩემთანაც ფრთხილად!" - ბესო ზანგური ბასილაშვილისა და დოროყაშვილის სკანდალს ეხმაურება
"სოლიდარობა ბასილაშვილს! მასთანაც და ჩემთანაც...
24-01-2022, 00:53
კვარაცხელიამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად თანაგუნდელი დაასახელა
კვარაცხელიამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად...
18-01-2022, 00:57
ბასილაშვილი სიდნეის ტურნირზე ითამაშებს და სავარაუდოდ, ყოფილ პირველ ნომერს დაუპირისპირდება
ბასილაშვილი სიდნეის ტურნირზე ითამაშებს და...
10-01-2022, 01:17
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно