ის დაბრუნდა! - ბასილაშვილი დოჰაშია... მოქმედ ჩემპიონზე ცნობილი ყატარული გამოცემა წერს
ახალი ამბები / ჭიდაობა
13-02-2022, 00:58
qatar-tribune.com-ი წერს, რომ გუშინ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარში ჩაფრინდა და 14-19 თებერვალს დოჰაში გასამართ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ საიტმა განსაკუთრებულად ჩვენებურის დაბრუნება გამოარჩია, რადგან ის მოქმედი ჩემპიონია და წინა წელს ბრწყინვალე ასპარეზობის წყალობით ბევრი გულშემატკივარიც გაიჩინა.
ნიკოლოზი ამ ტურნირს ძალიან ცუდ ფორმაში ხვდება, მას ზედიზედ 8 წაგება აქვს (ერთეულებში), თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ქართველს "დაბრუნება" და ბრწყინვალე ტურნირის ჩატარება შეუძლია.
დოჰას ტურნირის საპრიზო ფონდი 1,176,595 დოლარია. იქ ისეთი ცნობილი ჩოგბურთელები ითამაშებენ, როგორებიც დენის შაპოვალოვი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, გაელ მონფილსი
და სხვა ვარსკვლავები არიან.
კომენტარები