"სოლიდარობა ბასილაშვილს! მასთანაც და ჩემთანაც ფრთხილად!" - ბესო ზანგური ბასილაშვილისა და დოროყაშვილის სკანდალს ეხმაურება
ახალი ამბები
24-01-2022, 00:53
მსახიობი ბესო ზანგური ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის ბოლოდროინდელ სკანდალს ეხმაურება და ჩოგბურთელს სოლიდარობას უცხადებს.
"ჩემი სოლიდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს. ბულინგი და ცილისწამება არანაკლები ძალადობაა…ის, რასაც დღეს Tv-pirveli სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე უკეთებს ნიკას, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რამაც შესაძლოა, 115-ე მუხლი აამოქმედოს "ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობა".
ამიტომ მასთანაც და ჩემს შემთხვევაში ფრთხილად კომენტარებში. სულ ესაა", - წერს მსახიობი.
კომენტარები