ბასილაშვილი კატარის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა
ახალი ამბები / ჩოგბურთი
17-02-2022, 00:50
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22) დოჰაში კატარის ღია პირველობაზე ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო.
მესამე ნომრად განთესილი ბასილაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი შვედ ელიას იმერს (138) ორ საათსა და 3 წუთში 6:4, 7:5 სძლია.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა წელს ზედიზედ ექვსი წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ნიკოლოზი მეოთხედფინალში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (36) დაუპირისპირდება, რომელმაც სამხრეთ კორეელი კვონ სუნ-ვუ (55) სამ სეტში დაამარცხა.
ბასილაშვილი ფუჩოვიჩს ATP-ის ტურნირებზე 7-ჯერ შეხვდა და 3-ჯერ დაამარცხა.
შეგახსენებთ, ამავე ტურნირზე ბასილაშვილი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთად წყვილთა თანრიგში გავიდა 1/4 ფინალში.
კომენტარები