ერიქსენი: "ხუთი წუთის მანძილზე ამქვეყნად არ ვიყავი"

ერიქსენი: "ხუთი წუთის მანძილზე ამქვეყნად არ ვიყავი"

ახალი ამბები / ფეხბურთი
12-02-2022, 00:56



რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 29 წლის დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი სეზონის ბოლომდე პრემიერლიგურ "ბრენტფორდში" ითამაშებს.

გამოცდილ შუახაზელს თავის უკანასკნელ ინტერვიუში გაახსენეს ევრო 2020-ზე გადატანილი გულის შეტევა, რომელმაც მისი კარიერა მთლიანად შეცვალა.

"ხუთი წუთის მანძილზე ამქვეყნად არ ვიყავი, მერე კი გული ისევ ამუშავდა. ყველაფერი მახსოვს, გარდა იმ ხუთი წუთის - მიწაზე ვეცემი, ბურთი მუხლში მხვდება... შემდეგ რა მოხდა, ვერ ვიხსენებ. თვალის გახელისას გარშემო მდგარი ადამიანები დავინახე. მკერდში ჭვალს ვგრძნობდი და სუნთქვის მოწესრიგებას ვცდილობდი.

ვიყურებოდი, მაგრამ რა ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი. მაშინ ვერც ვიაზრებდი, რა მომივიდა. პირველი აზრები, რომელმაც გონებაში გამიარა, იყო: "ფეხებზე მომივიდა რამე? ხერხემალი დავიზიანე? ფეხის გამოძრავება შემიძლია?" ვცდილობდი, რომ განვძვრეულიყავი, რათა გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს.

სასწრაფო დახმარების მანქანაში გავიგე, თუ როგორ იკითხა ვიღაცამ: "რამდენ ხანს გაუგრძელდა უგონოდ ყოფნა?" ვიღაცამ მიუგო: "ხუთი წუთი". მაშინ პირველად მივხვდი, რომ კლინიკური სიკვდილი გამოვიარე.

წააგავდა თუ არა ეს ყოველივე სასწაულს? რა თქმა უნდა," 
- ამბობს ერიკსენი.

შეგახსენებთ, რომ კრისტიანმა გულის შეტევა დანია-ფინეთის მატჩის მიმდინარეობისას მიიღო. ამ ინციდენტის გამო შეხვედრა შეწყდა, თუმცა იგი მაშინვე გაგრძელდა, როცა გაირკვა, რომ ერიქსენის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

გამოცდილ ნახევარმცველს ახლა გულში დეფიბრილატორი აქვს ჩაყენებული. ეს გახდა მისი "ინტერიდან" წამოსვლის მიზეზი - იტალიის კანონმდებლობა მას სერია ა-ში ამ მოწყობილობით თამაშის ნებას არ აძლევდა, ამიტომ კრისტიანმა "ფუტკრებს" მიაშურა.


კომენტარები
მძიმე პერიოდი, რა მოხდა? -  თათია სულუაშვილი 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ......
მძიმე პერიოდი, რა მოხდა? - თათია სულუაშვილი...
11-02-2022, 20:53
უეინ რუნის სკანდალური და გულახდილი ინტერვიუ: მინდოდა, ვინმესთვის ტკივილი მიმეყენებინა... როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ხდებოდა, ყოველთვის ალკოჰოლს უკავშირდებოდა!..
უეინ რუნის სკანდალური და გულახდილი ინტერვიუ:...
11-02-2022, 00:47
1.000-დან 2.000 ევრომდე კომპენსაცია დაზარალებულებს
1.000-დან 2.000 ევრომდე კომპენსაცია დაზარალებულებს...
6-02-2022, 21:38
ნადალი: განადგურებული ვარ - თვენახევრის წინ არ ვიცოდი, დავბრუნდებოდი თუ არა კორტზე
ნადალი: განადგურებული ვარ - თვენახევრის წინ არ...
31-01-2022, 01:09
არც კორონა, არც ტრავმა, არც ამერიკა – მამარდაშვილს 5 თვეა არ უთამაშია
არც კორონა, არც ტრავმა, არც ამერიკა –...
21-01-2022, 00:57
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც...
20-01-2022, 01:18
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно