გალიაში დატყვევებული უფრო მეტად იბრძვის, ვიდრე, ჩვენ ყველა ერთად გარეთ – ჟორჟოლიანი

გალიაში დატყვევებული უფრო მეტად იბრძვის, ვიდრე, ჩვენ ყველა ერთად გარეთ – ჟორჟოლიანი

პოლიტიკა
10-02-2022, 21:32



გალიაში დატყვევებული უფრო მეტად იბრძვის, ვიდრე, ჩვენ ყველა ერთად გარეთ – ჟორჟოლიანი


ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი  მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომ “გალიაში დატყვევებული” მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტად იბრძვის, ვიდრე, გარეთ მყოფი ყველა სხვა დანარჩენი.





“გალიაში დატყვევებული უფრო მეტად იბრძვის, ვიდრე ჩვენ ყველა ერთად გარეთ”, – წერს ჟორჟოლიანი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე და აქვეყნებს ფოტოს.


თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარეობს.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები.


პროკურატურის განცხადებით, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი.

საგამოძიებო უწყების ცნობით, აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.


კომენტარები
რა მოხდა სინამდვილეში?  - მიხეილ სააკაშვილის რეაქცია, როცა დარბაზში პროკურორმა სოფო ნიჟარაძე ახსენა
რა მოხდა სინამდვილეში? - მიხეილ სააკაშვილის...
9-02-2022, 21:01
"რომ ტეხავდეს, ნიჟარაძე იქნებოდა... გვარით რატომ უნდა მოიხსენიონ, სააკაშვილი რადგან არის?" - ნანუკა ჟორჟოლიანი სოფო ნიჟარაძის შვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება
"რომ ტეხავდეს, ნიჟარაძე იქნებოდა... გვარით რატომ...
29-01-2022, 21:36
"სოლიდური თანხით დაეხმარა, რამე თუ კიდევ დაჭირდებათ აქ ვარო" - ნანუკა ჟორჟოლიანი ლაშა ტალახაძის ბრწყინვალე საქციელზე წერს
"სოლიდური თანხით დაეხმარა, რამე თუ კიდევ...
28-01-2022, 01:05
"ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი..."-სააკაშვილი
"ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი...
18-01-2022, 21:25
შეეშვი ამ ისტერიულ წივილ-კივილს და პასუხი აგე ქართველენის წამებაზე და მკვლელობებზე – ირაკლი კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს
შეეშვი ამ ისტერიულ წივილ-კივილს და პასუხი აგე...
14-01-2022, 18:00
"რაც უფრო მეტი თანამებრძოლი ეტყვის სიმართლეს, მით უფრო მეტად დამშვიდდება" - ლევან ლორთქიფანიძე მიხეილ სააკაშვილზე
"რაც უფრო მეტი თანამებრძოლი ეტყვის სიმართლეს, მით...
31-12-2021, 21:34
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно