"რომ ტეხავდეს, ნიჟარაძე იქნებოდა... გვარით რატომ უნდა მოიხსენიონ, სააკაშვილი რადგან არის?" - ნანუკა ჟორჟოლიანი სოფო ნიჟარაძის შვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება
პოლიტიკა
29-01-2022, 21:36
"რომ ტეხავდეს, ნიჟარაძე იქნებოდა... გვარით რატომ უნდა მოიხსენიონ, სააკაშვილი რადგან არის?" - ნანუკა ჟორჟოლიანი სოფო ნიჟარაძის შვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება
სოფო ნიჟარაძე ახალი წლის ღამეს "მთავარ არხზე" თავის შვილთან ერთად გამოჩნდება.
სოციალურ ქსელში საახალწლო გადაცემის ანონსი უკვე გავრცელდა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოფოს შვილთან ერთად გამოჩენას. ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს ელის-მარიასთან დაკავშირებით პასუხიც კი გასცა.
"ელის-მარია სააკაშვილის გვარს რატომ არ წერთ, ტეხავს?" - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, რასაც ნანუკა ჟორჟოლიანი შემდეგნაირად პასუხობს:
"რომ ტეხავდეს, ნიჟარაძე იქნებოდა. არასდროს უთქვამს მედიას - ნანუკას შვილი საბა კოდუა. ამბობენ, ნანუკას საბა და ასეა ყველაზე. გვარით რატომ უნდა მოიხსენიონ, სააკაშვილი რადგან არის?"
შეგახსენებთ, რომ სოფო ნიჟარაძე პატარა ელის-მარიასთან ერთად საქართველოში ორი თვეა, რაც დაბრუნდა. მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა და შვილთან ერთად წელიწადზე მეტხანს იქ ცხოვრობდა.
კომენტარები