L'EQUIPE - ნეიმარის შანსები თანაბარიც არ არის
ახალი ამბები / ფეხბურთი
8-02-2022, 22:48
ბრაზილიელი ნეიმარი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ „რეალთან“ დაპირისპირებისთვის მზადყოფნაში იყოს, მაგრამ ექიმების დასკვნები იმედისმომცემი ნამდვილად არ არის...
L'EQUIPE-ს ინფორმაციით, ბრაზილიელს წინახაზელს მოედანზე გასვლის მხოლოდ 40%-იანი შანსი აქვს, ისიც გარკვეული დროის მანძილზე და არა მთელი დაპირისპირება.
15 თებერვლისთვის ნეის მწყობრში სრულად ჩადგომა ურთულესი ამოცანა იქნება. მაურისიო პოჩეტინოს აღნიშნული ინფორმაცია უკვე აქვს და აპირებს, რომ წინა ხაზსი მესისთან, მბაპესთან და სავარაუდოდ დი მარიასთან ერთად დააკომპლექტოს, თუმცა ეს უკანასკნელიც დაზიანების მკურნალობის პროცესშია და ზუსტად არავინ იცის, შეძლებს თუ არა 15 თებერვლისთვის სასურველ კონდიციაში შესვლას.
კომენტარები