ვერ აჩერებენ, ვერა - ქვილითაიამ დუბლით აელ-თან თამაში შემოატრიალა
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-02-2022, 00:56
კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში ქართველების „აპოელმა“ სტუმრად აელ-ი 3:2 დაამარცხა.
მასპინძლები მე-18 წუთზე ბალდემ დააწინაურა, 21-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ თავით ანგარიში გაათანაბრა, 35-ე წუთზე აელ-ი მილინკეანუმ ისევ წინ გაიყვანა, 66-ე წუთზე მაგლიკამ თანაფარდობა კვლავ აღადგინა, ხოლო 75-ეზე ქვილითაია ორ მცველს გასცდა, მეტოქის კარი დალაშქრა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. ისე, ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, როდესაც 73-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. გიორგიმ ამ სეზონში ჩემპიონატზე 7, თასზე კი 2 გოლი გაიტანა.
ქვილითაიამ ყვითელი ბარათი მიიღო და 90-ე წუთზე
შეცვალეს, ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა, თორნიკე ოქრიაშვილი კი 26-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„აპოელი“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 30 ქულით მეოთხე ადგილზეა და 9 თებერვალს გასვლაზე „პაეეკს“ დაუპირისპირდება.
კომენტარები