ქეცბაია ფორსმაჟორშიც მაგარია - "ანორთოსისმა" მიჯრით მეოთხედ იმარჯვა
ახალი ამბები / ფეხბურთი
17-01-2022, 00:58
კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ანორთოსისმა" 2:1 დაამარცხა აელ-ი.
"ანორთოსისი" სეზონის წინ რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, რამდენიმე კორონავირუსით დაინფიცირდა, მაგრამ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ამ რთულ ვითრებაშიც კი შეძლო გუნდის ფეხზე დაყენება.
დღევანდელ მატჩში ფამაგუსტური გუნდის კარს გიორგი ლორია იცავდა, ხოლო დუბლი 33 წლის ფინელმა ცენტრალურმა მცველმა პაულუს არაიურიმ შეასრულა.
"ანორთოსისმა" ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებელია, 25 ქულით მეოთხე ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 24 იანვარს სტუმრად აეკ-ს შეხვდება, იქამდე კი, 19 იანვარს, თასზე
გასვლაზე "პაფოსს" დაუპირისპირდება.
ნამატჩევს კომენტარი ქეცბაიამ გააკეთა: "ფეხბურთელებს მოგებას ვულოცავ. ასეთი ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იყო. თითქმის ერთი თვეა არ გვითამაშია. დამსახურებულად გავიმარჯვეთ. 3 გოლი გავიტნეთ, მაგრამ 2:1 მოვიგეთ. მსაჯმა ნაღდი გოლი არ ჩაგვითვალა.
ახლა ყოველ 3-4 დღეში თამაში მოგვიწევს, ამიტომ დღეს გამარჯვება და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრება მნიშვნელოვანი იყო".
კომენტარები