გრინვუდის საქმე: დაზარალებულმა სიჩუმე დაარღვია და ხალხს საჯაროდ მიმართა

გრინვუდის საქმე: დაზარალებულმა სიჩუმე დაარღვია და ხალხს საჯაროდ მიმართა

ახალი ამბები / ფეხბურთი
5-02-2022, 01:03



მანამ, სანამ მეისონ გრინვუდის საქმეზე პოლიცია გამოძიებას აგრძელებს, 18 წლის თინეიჯერმა, რომელიც ფეხბურთელს ძალადობაში ადანაშაულებს, მის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

კვირას, 30 იანვარს, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა დაზარალებული გოგონას აუდიო და ფოტოჩანაწერები, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ მდგომარეობაში აგდებდა მეისონი ახალგაზრდას. მოგეხსენებათ, "იუნაიტედის" ფეხბურთელი (საქმის დასრულებამდე ითვლება) ეჭვმიტანილია გაუპატიურების მცდელობასა და სექსუალურ ძალადობაში, გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კი მანჩესტერის პოლიციამ გრინვუდი დააპატიმრა. მოგვიანებით, საქმის გამოძიებამდე გირაოს სანაცვლოდაც გამოუშვა.

დღეს, 4 თებერვალს, ახალგაზრ
და გოგონამ სოციალურ ქსელში ღიად პირველად ისაუბრა:

"მადლობელი ვარ, ვინც მხარს მიჭერთ და მამხნევებთ. ბოლო რამდენიმე დღე ჩემთვის ძალიან რთული იყო. სანამ სამართალდამცავი ორგანო გამოძიებას აწარმოებს, მანამ სოციალური ქსელში აქტიურად აღარ ვარ ჩართული" - განაცხადა დაზარალებულმა.

რალფ რანგნიკი მომხდარზე ალაპარაკდა

"წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა მომხდართან დაკავშირებით საჯაროდ პირველი კომენტარი გააკეთა:

"ნორმალური კვირა გვქონდა, 5 ვარჯიში ჩავატარეთ, მათ შორის, დღესაც. ისინი ადამიანები არიან, მეისონი გუნდის ნაწილი იყო... ერთმანეთში ხშირად ვსაუბრობდით. დარწმუნებული ვარ, რომ შიდა საუბარი დარჩება შიდა საუბრად. მომხდარით ყველანი გაოგნებულნი ვართ" - განაცხადა სპეციალისტმა.

რანგნიკმა ისიც თქვა, რომ ლინგარდი გრინვუდის დაკავების გამო დარჩა გუნდში:

"მეისონთან პრობლემა შეიქმნა. ამიტომ იმ ფეხბურთელის გარეშე, რომელიც მუდმივად თამაშობდა, რა თქმა უნდა, რთული იქნებოდა. ლინგარდიც ამიტომ დარჩა".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


კომენტარები
გაუპატიურებასა და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის დაკავებული გრინვუდი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გაუპატიურებასა და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის...
3-02-2022, 00:44
"მეისონი ჩვენი ოჯახის წევრი იყო", - გრინვუდის შეყვარებულის მამა დატრიალებულ სკანდალს გამოეხმაურა
"მეისონი ჩვენი ოჯახის წევრი იყო", - გრინვუდის...
31-01-2022, 01:15
გოგონას გაუპატიურებისა და ცემის გამო "მანჩესტერის" ფეხბურთელი დააპატიმრეს
გოგონას გაუპატიურებისა და ცემის გამო...
31-01-2022, 01:10
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно