"მეისონი ჩვენი ოჯახის წევრი იყო", - გრინვუდის შეყვარებულის მამა დატრიალებულ სკანდალს გამოეხმაურა

"მეისონი ჩვენი ოჯახის წევრი იყო", - გრინვუდის შეყვარებულის მამა დატრიალებულ სკანდალს გამოეხმაურა

ახალი ამბები / ფეხბურთი
31-01-2022, 01:15



"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, მეისონ გრინვუდის შეყვარებულის, ჰარიეტ რობსონის მამამ, ალან რობსონმა წყვილის გარშემო მომხდარ სკანდალზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, დღეს, ჰარიეტმა ფეხბურთელი ძალადობაში დაადანაშაულა, ცემის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. აგრეთვე, განათავსა აუდიოჩანაწერი, სადაც სექსს აიძულებენ.
"არცერთი მამა არ ისურვებდა თავისი ქალიშვილის შესახებ ასეთი რამის გაგებას. პოლიცია უკვე საქმეშია, ჰარიეტმა განცხადება დაწერა".
"თქვა, რომ მისი მობილური ტელეფონი გატეხეს. ვუთხარით, ყველაფერი წაეშალა, ეს გააკეთა, მაგრამ უკვე გვიანი იყო".
"დეპრესიაშია, რადგან ამ ყველაფრის ინტერნეტსივრცეში გავრცელება არ უნდოდა. გრინვუდს იმ დროიდან ვიცნობთ, როცა ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. 2-3 წლის მანძილზე ჩვენი ოჯახის წევრი იყო".
"ბოლო თვეების მანძილზე ურთიერთობა დაეძაბათ და უბრალოდ განადგურებულია ამ ყველაფრის გამო", - განაცხადა გოგონას მამამ Daily Mail-თან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ალან რობსონის ეს განცხადება ამ დროისთვის Mail-ის ვებსაიტიდან ამოღებულია, თუმცა სხვა ბრიტანული გამოცემების მიერ გადაბეჭდილია და გავრცელებული სოციალურ ქსელებში.
მოგეხსენებათ, გრინვუდი მანჩესტერის პოლიციამ გაუპატიურებისა და სხეულის დაზიანების ბრალდებით უკვე დააკავა.


კომენტარები
გოგონას გაუპატიურებისა და ცემის გამო "მანჩესტერის" ფეხბურთელი დააპატიმრეს
გოგონას გაუპატიურებისა და ცემის გამო...
31-01-2022, 01:10
რონალდუ: "ჩემი უფროსი ვაჟი გამუდმებით მეკითხება, როდის ექნება მობილური ტელეფონი"
რონალდუ: "ჩემი უფროსი ვაჟი გამუდმებით მეკითხება,...
29-01-2022, 01:19
"პოგბას ადგილზე რეალში წავიდოდი და მანჩესტერზე არც ვიფიქრებდი", - აგბონლაჰორი
"პოგბას ადგილზე რეალში წავიდოდი და მანჩესტერზე...
25-01-2022, 00:59
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно