გაუპატიურებასა და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის დაკავებული გრინვუდი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ახალი ამბები / ფეხბურთი
3-02-2022, 00:44
მანჩესტერის პოლიციამ "იუნაიტედის" შემტევი მეისონ გრინვუდი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შეგახსენებთ, ინგლისელი გაუპატიურებასა და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის დააპატიმრეს.
შეგახსენებთ, 20 წლის სპორტსმენი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისმა ყოფილმა შეყვარებულმა ჰარიეტ რობსონმა სოციალურ ქსელში ფოტო და აუდიომტკიცებულება ატვირთა, თუ როგორ ძალადობდა ახალგაზრდა ფეხბურთელი მასზე. გრინვუდმა პატიმრობაში 3 დღე გაატარა, Daily Mail-ის ცნობით კი, 2 თებერვალს გირაოს სანაცვლოდ ციხიდან გამოვიდა.
შეგახსენებთ, "მანჩესტერმა" მეისონი განაცხადიდან ამოიღო, კომპანია "ნაიკმა" კი ათლეტთან კონტრაქტი გაწყვიტა.
გრინვუდი "წითელ ეშმაკებში" 2018 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში 18 შეხვედრა გამართა დათავი 5 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია championat-ის მიხედვით
კომენტარები