უკრაინელი თავდამსხმელი "სამპდორიაში" გადავიდა
ახალი ამბები / ფეხბურთი
31-01-2022, 01:08
უკრაინელი თავდამსხმელი ვლადისლავ სუპრიაგა "სამპდორიას" ფეხბურთელი გახდა.
კიევის "დინამომ" 21 წლის სუპრიაგა იჯარის წესით გაუშვა და ზაფხულში გენუურ კლუბს მისი კონტრაქტის 7.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.
სუპრიაგა უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, 2019 წელს გიორგი წიტაიშვილთან ერთად მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონი გახდა, ამ სეზონში კი ტრავმის გამო მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
კომენტარები