"ტორპედო" აღარ ხუმრობს - მალე პაპუნაშვილს დაიმატებს?
ახალი ამბები / ფეხბურთი
10-01-2022, 01:13
"ტორპედო" გაძლიერებას გააგრძელებს - გულშემატკივართა ჯგუფი "ჩვენ ვართ ტორპედო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი მალე მათ გუნდში ჩაირიცხება:
"26 წლის შემტევი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს.
ტრანსფერის დახურვა დასკვნით ფაზაშია და მალე გაოფიციალურდება".
პაპუნაშვილმა "აპოლონი" ცოტა ხნის წინ დატოვა, იქამდე თბილისის "დინამოში", "ვერდერის" დუბლებში, "სარაგოსაში" და "რასინგში" თამაშობდა, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ეროვნულ გუნდში კი 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
კომენტარები