მამა თოჯინით - ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის. ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით თუ შეგიძლიათ, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდებიო" - მამა შალვა კეკელია

მამა თოჯინით - ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის. ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით თუ შეგიძლიათ, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდებიო" - მამა შალვა კეკელია

პოლიტიკა
28-08-2023, 12:36



შო­ვის ტრა­გე­დი­ამ ცხოვ­რე­ბა­ზე მე­ტად დაგ­ვა­ფიქ­რა. არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვინც გულ­თან არ მი­ი­ტა­ნა ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია. გა­უ­საძ­ლი­სია ოჯა­ხის წევ­რის და­ღუპ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი. ძნე­ლია მათ რა­ი­მე სა­ნუ­გე­შო უთხრა. რო­გორ უნდა მო­ა­ხერ­ხონ ამ ტკი­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა, რო­გორ უნდა გაძ­ლი­ერ­დნენ სუ­ლი­ე­რად სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ამ და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხზე დე­კა­ნო­ზი შალ­ვა კე­კე­ლია გვე­სა­უბ­რე­ბა.

- მამა შალ­ვა, ამ ტკი­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა რო­გორ უნდა ის­წავ­ლონ მათ, ვინც ოჯა­ხის წევ­რი და­კარ­გა.

- ყვე­ლა ოჯახს ვუ­სამ­ძიმ­რებ ამ სა­ში­ნელ ტრა­გე­დი­ას. დღე არ გა­დის, ამ უბე­დუ­რე­ბა­ზე არ ვი­ფიქ­რო. იმ ოჯა­ხე­ბის ტკი­ვი­ლი ჩემი ტკი­ვი­ლიც არის. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ მოხ­და. გინ­და ახ­სნა მო­უ­ძებ­ნო და ვერ ხსნი, რა­ტომ, რის­თვის, ღმერ­თი რა­ტომ უშ­ვებს ამას - ამა­ზე ზოგ­ჯერ პა­სუ­ხე­ბი არ გვაქვს ხოლ­მე. ხში­რად მი­წევს შვილ­გარ­დაც­ვლილ მშობ­ლებ­თან მის­ვლა და ძა­ლი­ან რთუ­ლია, რა უნდა უთხრა ადა­მი­ანს. ზოგს ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ჰყავ­და და ისიც აღარ ჰყავს. ღმერ­თმა ყვე­ლა და­ი­ფა­როს ამ ტკი­ვი­ლის­გან. როცა შვილ­გარ­დაც­ვლილ მშობ­ლებ­თან მივ­დი­ვარ, ერთ რა­მეს ვე­უბ­ნე­ბი, რაც მათ შე­ემ­თხვათ, ეს ტკი­ვი­ლი არას­დროს გაქ­რე­ბა. დრო არაფ­რის მკურ­ნა­ლი არ არის, უბ­რა­ლოდ, ვსწავ­ლობთ ამ ტკი­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას.

ყვე­ლას გვახ­სოვს ვა­კის პარკში და­ღუ­პუ­ლი ულა­მა­ზე­სი მა­რი­ტა. მისი მშობ­ლე­ბი, ანი და დათო, ჩვენს ტა­ძარ­ში და­დი­ან. იმ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მათ ერთი მსა­ხუ­რე­ბა არ გა­უც­დე­ნი­ათ. ანი და დათო სა­ო­ცა­რი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რო­გორ უნდა გა­უძ­ლო ასეთ ტკი­ვილს. გი­ღი­მი­ან, აქეთ გაძ­ლე­ვენ მა­გა­ლითს. ჩვე­ნი მრევ­ლის ერთ წევ­რს კი, სო­ფოს, შვი­ლი, 19 წლის ნი­კო­ლო­ზი გარ­და­ეც­ვა­ლა და ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. მას გა­ვა­ცა­ნი მა­რი­ტას დედა. ანიმ ისე თბი­ლად მი­ი­ღო სოფო, ისე ესა­უბ­რა, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დგომ სხვა­ნა­ი­რი სოფო და­ვი­ნა­ხე... მა­რი­ტას მშობ­ლებ­მა და­ი­ჯე­რეს ერთი რამ, რომ მათი შვი­ლი ცო­ცხა­ლია, რომ ახლა ის ღვთის წი­ნა­შეა, ღმერ­თთან. სწო­რედ ეს ეხ­მა­რე­ბა მათ. მა­რი­ტას და­ღუპ­ვის ტკი­ვილ­თან ერ­თად სა­ო­ცა­რი სუ­ლი­ე­რი სი­ხა­რუ­ლი აქვთ. ღმერ­თშია ეს სი­ხა­რუ­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბიჭი და­ი­ღუ­პა ბა­თუმ­ში, 22 წლის ახალ­გაზ­რდას სკუ­ტერ­მა გა­და­უ­ა­რა. მის ოჯახ­შიც მი­ვე­დი. დედა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. პა­ნაშ­ვი­დი რომ გა­და­ვი­ხა­დეთ, აი­ვან­ზე გა­ვე­დით, ვსა­უბ­რობ­დით სუ­ლის მა­რა­დი­უ­ლო­ბა­ზე და ამ სა­უბ­რის დროს ღვთის მად­ლი შე­ე­ხო დე­დას, თით­ქოს წა­მი­ე­რად დამ­შვიდ­და, გა­ი­ღი­მა კი­დეც და სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­უკ­ვირ­და, მი­თხრა, მა­მაო, რა­ღაც­ნა­ი­რი გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა ამ­წუ­თას, ბედ­ნი­ე­რი ვარ და ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ. შვი­ლი მე­ო­რე ოთახ­ში მი­წევს გარ­დაც­ვლი­ლი და მე ასე­თი გან­ცდა რა­ტომ მაქ­ვსო. ვუ­თხა­რი, სუ­ლიწ­მინ­დის მად­ლი შე­გე­ხო. ღვთის მად­ლმა გა­გა­აზ­რე­ბი­ნა, სად არის ახლა შენი შვი­ლი, სუ­ლის სი­ხა­რუ­ლი შე­მო­ვი­და შენ­ში-მეთ­ქი. ასე­თი შემ­თხვე­ვა ბევ­რი მქო­ნია, როცა დიდ ტრა­გე­დი­ებ­თან ერ­თად, დიდი სი­ხა­რუ­ლი, ღვთის წყა­ლო­ბა შე­დის ადა­მი­ან­ში. ყვე­ლას, ვი­საც ახ­ლო­ბე­ლი გარ­და­ეც­ვლე­ბა, ვე­უბ­ნე­ბი, რომ ხორ­ცი­ე­ლი თვა­ლით არ უნდა შევ­ხე­დოთ ამას. მას ხორ­ცი­ე­ლად ვე­რა­სო­დეს ვნა­ხავთ, ჩვე­ნი მო­ნატ­რე­ბა უსა­ზღვროა. ერ­თა­დერ­თი, რი­თაც ჩვენს მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვა­ხერ­ხებთ, სუ­ლი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბაა. ეს რომ მო­ა­ხერ­ხო, უნდა გა­ი­აზ­რო, რომ ის შენ­თან არის სუ­ლი­ე­რად, მა­რა­დი­უ­ლად.

- შოვ­ში მამა თო­ჯი­ნით ხელ­ში რამ­დე­ნი­მე დღე ეძებ­და ოჯა­ხის წევ­რებს, მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად მი­წა­ში იჩიჩ­ქნე­ბო­და და ასე იპო­ვა მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი. სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია დუ­დაშ­ვი­ლე­ბის ტრა­გე­დია, ამ ტრა­გე­დი­ას შე­წი­რულ­თა ამ­ბა­ვი, მათ ოჯა­ხებს რას ეტყვით?

- მამა თო­ჯი­ნით - ეს კად­რი თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის. ამ­ბო­ბენ, თურ­მე ითხოვ­და, მომ­კა­ლით თუ შე­გიძ­ლი­ათ, თავი რომ მო­ვიკ­ლა, ჩემს შვი­ლებს ვერ შევ­ხვდე­ბი და და­მეხ­მა­რე­თო. მას ცხოვ­რე­ბა აღარ შე­უძ­ლია, მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი აღარ ჰყავს. ამას პა­სუ­ხი არა აქვს, რო­გორ უნდა გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ თუ ამას შევ­ხე­დავთ სუ­ლი­ე­რად, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იქით სამ­ყა­რო­ში ელო­დე­ბი­ან, იმი­ტომ რომ მათი სუ­ლე­ბი ცო­ცხა­ლია. ისი­ნი მა­რა­დი­ულ სამ­ყო­ფელ­ში გა­და­ვიდ­ნენ. ჩვენ ქარ­თვე­ლებს გვაქვს ასე­თი სი­ტყვა "გარ­და­იც­ვა­ლა" ანუ მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლა. ლოც­ვებ­ში ვკი­თხუ­ლობთ: "წმი­და­თა თანა გა­ნუს­ვე­ნე ქრის­ტე, სულ­სა მო­ნი­სა (მხევ­ლი­სა) შე­ნი­სა­სა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუ­ხა­რე­ბა, არა ურვა, არცა სულთქმა, არა­მედ სი­ხა­რუ­ლი და ცხოვ­რე­ბა იგი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი" - ანუ ამ­ქვეყ­ნი­უ­რი მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა დას­რულ­და და მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბას შე­უ­ერ­თდა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი ღვთის წი­ნა­შე არი­ან, იქ, სა­დაც წმინ­და­ნე­ბი არი­ან, სა­დაც მარ­თა­ლი სუ­ლე­ბი გა­ნის­ვე­ნე­ბენ. აქ დარ­ჩე­ნილ­მაც ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს, რათა იქ მოხ­ვდეს, სა­დაც მისი შვი­ლე­ბი არი­ან. ამის­თვის ბევ­რი უნდა იღ­ვა­წოს სუ­ლი­ე­რად, ამ ტკი­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა უნდა ის­წავ­ლოს, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად არის ღვთის დიდი ნუ­გე­ში... მა­ცხო­ვა­რი ჯვარ­ზე გა­აკ­რეს და დღე­საც ვი­მე­ტებთ მას ჯვარ­ცმის­თვის, როცა ვცო­დავთ, ვმრუ­შობთ, ვი­კე­თებთ ნარ­კო­ტიკს, ვლო­თობთ, ერ­თმა­ნეთს ვე­ქიშ­პე­ბით, უსიყ­ვა­რუ­ლო­ბა­ში ვართ. ეს ყვე­ლა ცოდ­ვა მა­ცხოვ­რის ხელ­მე­ო­რედ ჯვარ­ცმაა. როცა არ ვლო­ცუ­ლობთ, არ ვმარ­ხუ­ლობთ, გა­თე­ნე­ბუ­ლი დღის გამო ღვთი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბა არ გაგ­ვაჩ­ნია, ესეც ღვთის გა­მე­ტე­ბას ნიშ­ნავს. როცა მა­ცხო­ვა­რი ჯვარ­ზე გა­აკ­რეს, მის დე­დას, ღვთის­მშო­ბელს, ყვე­ლა­ზე მე­ტად ეტ­კი­ნა. როცა ჯვარ­ცმულ მა­ცხო­ვარს უყუ­რებ­და, გულ­ნაწ­ლა­ვი ეწ­ვო­და, მთე­ლი სხე­უ­ლი ჩამ­წვა­რი ჰქონ­და. ხში­რად და­მის­ვამს მეც კი­თხვა, ხომ შე­ეძ­ლო ყოვ­ლის­შემ­ძლე ღმერ­თს მისი დე­დის­თვის ეს ტკი­ვი­ლი აე­რი­დე­ბი­ნა, ამ ტკი­ვი­ლამ­დე ერთი კვი­რით ადრე გა­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ დედა ღვთის­მშო­ბე­ლი ხომ შვილ­გარ­დაც­ვლი­ლი დე­დაა. დე­და­მი­წა­ზე არ მე­გუ­ლე­ბა მის­თა­ნა დედა და არ მე­გუ­ლე­ბა დე­და­მი­წა­ზე მა­ცხოვ­რის­თა­ნა შვი­ლი. ღმერ­თმა და­უშ­ვა ეს, რად­გან იცო­და, რომ ადა­მი­ა­ნებს ასე­თი დიდი ტკი­ვი­ლე­ბი შეხ­ვდე­ბო­დათ ცხოვ­რე­ბა­ში და შვილ­გარ­დაც­ვლი­ლი დე­დე­ბის­თვის დიდი ნუ­გე­ში იქ­ნე­ბო­და ღვთის­მშო­ბე­ლი. ადა­მი­ა­ნებს ვურ­ჩევ ღმერ­თს და­უ­კავ­ში­რონ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა და თუ ამას შეძ­ლე­ბენ, მათი ცხოვ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რად წა­რი­მარ­თე­ბა. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბით ჩვენს გარ­დაც­ვლი­ლებს. ეს იქ­ნე­ბა მცი­რე და­შო­რე­ბა.

- მა­მაო, თქვენ პი­რა­დად გაქვთ გან­ცდი­ლი ეს ტკი­ვი­ლი, რად­გან შვი­ლი და­გე­ღუ­პათ.

- მე სამი შვი­ლი დე­და­მი­წა­ზე მყავს, ერთი - ღმერ­თთან. შეგ­რძნე­ბე­ბის დო­ნე­ზე იო­ა­ნეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ერთი დღი­თაც არ შე­მი­წყვე­ტია. რო­გორც ჩემს სამ შვილ­თან ვმე­გობ­რობ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ისი­ნი, იმა­ზე მეტი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს იო­ა­ნეს­თან. ჩემ­მა შვილ­მა ცხოვ­რე­ბა მას­წავ­ლა, მის ან­გე­ლოზ­თან ყო­ველ­თვის მაქვს შე­ხე­ბა.



კომენტარები
მამა რომ დაიღუპა, რამდენიმე თვეში დავიბადე... ის ევროპულ მომავალს შეეწირა და თუ საჭირო იქნება, კიდევ წავალ აქციაზე" - ინტერვიუ "გმირის შვილთან": რას ჰყვება 14 წლის საბა მამასა და 8 მარტის მოვლენებზე?
მამა რომ დაიღუპა, რამდენიმე თვეში დავიბადე... ის...
11-03-2023, 20:51
ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო, ნანიკომ მამა გადააგდოო... ყველაზე მძიმე ის არის, რომ ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს“ - ნანიკო ხაზარაძე რთულ გადაწყვეტილებაზე
ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო, ნანიკომ მამა გადააგდოო......
8-11-2022, 17:20
მარიტა მეფარიშვილის დედის მიმართვა: ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად"
მარიტა მეფარიშვილის დედის მიმართვა: ჩვენი...
22-10-2022, 18:15
26 მაისს, როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმით იმართლეს, რომ დენმა დაარტყა, მაშინ ეს თურმე ნორმალური ამბავი ყოფილა" - გია ვოლსკი
26 მაისს, როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმით...
18-10-2022, 22:07
მევიოლინე მამა და სწავლა ოქსფორდში ოლიგარქის ფონდის დაფინანსებით – ვინ არის და რა ქონებას ფლობს მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი ლიზა იასკო?
მევიოლინე მამა და სწავლა ოქსფორდში ოლიგარქის...
17-06-2022, 22:50
კეკლუცობას თავი დაანებე... შენს ძვირადღირებულ შესამოსლებში გამოეწყე და ვაკეს კი არა, ღმერთს ემსახურე" - პეტრე კოლხი შალვა კეკელიას
კეკლუცობას თავი დაანებე... შენს ძვირადღირებულ...
11-01-2022, 17:34
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно