26 მაისს, როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმით იმართლეს, რომ დენმა დაარტყა, მაშინ ეს თურმე ნორმალური ამბავი ყოფილა" - გია ვოლსკი

26 მაისს, როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმით იმართლეს, რომ დენმა დაარტყა, მაშინ ეს თურმე ნორმალური ამბავი ყოფილა" - გია ვოლსკი

პოლიტიკა
18-10-2022, 22:07



ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი ტრა­გე­დი­ი­დან ტრა­გე­დი­ამ­დე ცხოვ­რობს და იკ­ვე­ბე­ბა ვი­თა­რე­ბით, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­მნე­ბა - ხან ხან­ძა­რია, ხან მე­წყე­რი, სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბებს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, კონ­კრე­ტულ პი­რებ­ზე უსა­ფუძ­ვლოდ შე­ტე­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ებ­ში ასე არ ხდე­ბა.

"მე მგო­ნია, რომ ოპო­ზი­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ტრა­გე­დი­ი­დან ტრა­გე­დი­ამ­დე ცხოვ­რობს, ტრა­გე­დი­ი­დან ტრა­გე­დი­ამ­დე იკ­ვე­ბე­ბა ვი­თა­რე­ბით, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­მნე­ბა - ხან ხან­ძა­რია, ხან მე­წყე­რი, სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბებს, მაგ­რამ ასე­თი გა­აფ­თრე­ბუ­ლი შე­ტე­ვა კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბებ­ზე მა­შინ, როცა სუ­რა­თი ჯერ­ჯე­რო­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის ნა­თე­ლი, მხო­ლოდ ერთ რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ეს არის გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა. ზო­გა­დად, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ით სარ­გებ­ლო­ბა მი­ღე­ბუ­ლია, გან­ვი­თა­რე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ებ­ში უბე­დუ­რე­ბე­ბი ხდე­ბა, მაგ­რამ ეს იმის წი­ნა­პი­რო­ბა არ არის, რომ ერ­თმა პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუფ­მა მე­ო­რეს ისე შე­უ­ტი­ოს, რომ ამის სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქონ­დეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს უნდა და­ვე­ლო­დოთ და ვისი ბრა­ლე­უ­ლო­ბაც არის, მერი იქ­ნე­ბა თუ კონ­კრე­ტუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, არა­ვის უნდა ას­ცდეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა ერ­თია - როცა ადა­მი­ა­ნი გან­ზრახ მოკ­ლეს, თავი იმარ­თლეს იმით, რომ ამას დენ­მა და­არ­ტყაო. ეს შემ­თხვე­ვა 26 მა­ისს მოხ­და. მა­შინ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დარ­ბოდ­ნენ, პა­ნაშ­ვიდ­ზე მი­სულ ხალ­ხს ატე­რო­რებ­დნენ და იმ ადა­მი­ა­ნის კუ­ბოს, რო­მე­ლიც ცე­მით მოკ­ლეს, თავი არ აახ­დე­ვი­ნეს. თავს იმით იმარ­თლებ­დნენ, რომ დენ­მა და­არ­ტყა, თურ­მე ეს ნორ­მა­ლუ­რი ამ­ბა­ვი ყო­ფი­ლა. მე წინ მო­რა­ლურ მხა­რეს და­ვა­ყე­ნებ­დი, რო­მე­ლიც ზო­გი­ერთ პარ­ტი­ას და სუ­ბი­ექტს სა­ერ­თოდ არ გა­აჩ­ნია ქვეყ­ნის წი­ნა­შე. აქ კახა კა­ლა­ძე­ზე და ჩემ­ზე არ არის სა­უ­ბა­რი. უნდა დად­გინ­დეს მი­ზე­ზე­ბი და შემ­დეგ ვიმ­სჯე­ლოთ, ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ ეთე­რებ­ში ამ ყვე­ლა­ფერს სი­ცილ-კის­კი­სით ჰყვე­ბი­ან და აქ­ცი­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, მათ, ვინც ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას სუ­რა­თით ინი­ა­ვებ­და, რად­გან თურ­მე სცხე­ლო­დათ, მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ აქვთ ილა­პა­რა­კონ, ვის უფრო სტკი­ვა იმ პა­ტა­რა გო­გოს გარ­დაც­ვა­ლე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.



კომენტარები
"არავინ საუბრობს, რომ კალაძემ სადენი არასწორად შეაერთა, მაგრამ მისი მერობის დროს მოხდა ასეთი ტრაგედია - სწორი ნაბიჯი მისგან გადადგომაა" - დავით უსუფაშვილი
"არავინ საუბრობს, რომ კალაძემ სადენი არასწორად...
17-10-2022, 20:18
"არაფერი დეპრესიული სააკაშვილს არ ეტყობა, პირიქით, უშველებელ აქციებს გეგმავს" - ვოლსკი სააკაშვილზე
"არაფერი დეპრესიული სააკაშვილს არ ეტყობა,...
29-04-2022, 22:57
რუსის ჯარი რომ შეეჩერებინა უკრაინელმა ჯარისკაცმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა და მტრის ჯარი დიდი ხნის განმავლობაში დააყოვნა
რუსის ჯარი რომ შეეჩერებინა უკრაინელმა ჯარისკაცმა...
26-02-2022, 21:43
ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია... პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა" - იან კელი
ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს...
25-01-2022, 22:00
"მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა; ქველმოქმედებაც მისი სიყვარულის გამო დავიწყე... სამწუხაროდ, ყველა ადამიანის განკურნება არ შემიძლია..." - გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე და მის მიღმა
"მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა; ქველმოქმედებაც...
18-01-2022, 01:00
კეკლუცობას თავი დაანებე... შენს ძვირადღირებულ შესამოსლებში გამოეწყე და ვაკეს კი არა, ღმერთს ემსახურე" - პეტრე კოლხი შალვა კეკელიას
კეკლუცობას თავი დაანებე... შენს ძვირადღირებულ...
11-01-2022, 17:34
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно