ქუთაისში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა
ქუთაისის აეროპორტთან უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ. მირანდა ცეცხლაძემ ავარიის შედეგად უმძიმესი დაზიანებები მიიღო, მას სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი ჰქონდა და ამ დროის განმავლობაში დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა.
ცნობისთვის, ავარია ქუთაისის აეროპორტთან რამდენიმე დღის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ქუთაისიდან სამტრედია ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა, როცა ბოძს შეეჯახა. სამწუხაროდ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა აფეთქდა. ავტოავარიას ერთი სოფლის 4 ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა. ისინი ადგილზე დაიღუპნენ. ბიჭები მეგობრები და მეზობლები იყვნენ. ასევე გარდაიცვალა ლანჩხუთელი გოგონა.