კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა... სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი" - რას ჰყვება სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე მეგობარი?

კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა... სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი" - რას ჰყვება სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე მეგობარი?

პოლიტიკა
31-05-2023, 21:32



მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი დღე-დღე­ზე სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. რო­გორც მისი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვე­უბ­ნე­ბა, თურ­ქულ კლი­ნი­კას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ახლა მხო­ლოდ სამ­კურ­ნა­ლო თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო.

რო­გორც სოსო ჯაჭვლი­ა­ნის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა გვი­თხრა, სო­სოს მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძი­მე­ბუ­ლია, თუმ­ცა დღეს შე­და­რე­ბით უკე­თაა, ვი­ნა­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ დღეს პირ­ვე­ლად მი­ი­ღო და­მო­უ­კი­დებ­ლად საკ­ვე­ბი.

AMBEBI.GE სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მე­გო­ბარ პო­ლი­ტი­კოსს და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და.

"სო­სოს­თან ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მაქვს. თვე­ე­ბია, ქარ­თულ-გერ­მა­ნულ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს და დღეს შე­და­რე­ბით უკე­თაა, ვიდ­რე თვე­ე­ბის წინ იყო. სოსო ამ ხნის მან­ძილ­ზე სპე­ცი­ფი­კუ­რი ვი­ტა­მი­ნი­ზი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბით იკ­ვე­ბე­ბა, ისე­თით, რა­საც ორ­გა­ნიზ­მი აი­ტანს. თურ­ქულ მხა­რეს­თან, ფაქ­ტობ­რიბ­ვად, დას­რუ­ლე­ბუ­ლია მო­ლა­პა­რა­კე­ბა, გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ყვე­ლა კვლე­ვა, კატე, ანა­ლი­ზე­ბი, მას გა­ა­კე­თე­ბი­ნეს გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი, რათა უშუ­ა­ლოდ მოხ­დეს ჩა­რე­ვა იმ ად­გი­ლებ­ში, რაც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია (მთლი­ა­ნად ორ­გა­ნიზ­მის „და­ბომბვა“ რომ არ მოხ­დეს მკურ­ნა­ლო­ბით). სოსო დღე-დღე­ზე წავა თურ­ქეთ­ში და გა­აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას, რო­მე­ლიც, რო­გორც ეუბ­ნე­ბი­ან, 5 ეტა­პა­დაა და­ყო­ფი­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა ეტა­პის შემ­დეგ შე­ის­ვე­ნებს და როცა 5 ეტა­პი დას­რულ­დე­ბა, გა­და­უ­ღე­ბენ კა­ტეს, სა­დაც გა­მოჩ­ნდე­ბა რა ფორ­მით უნდა გაგ­რძელ­დეს მისი მკურ­ნა­ლო­ბა. იმე­დია, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა არ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო.

სო­სოს 4-5 თვეა, რაც მკურ­ნა­ლობს ქარ­თულ-გერ­მა­ნულ კლი­ნი­კა­ში. ადრე მას ჰქონ­და კუ­ჭის პრობ­ლე­მა და გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­კე­თა ოპე­რა­ცია, პრობ­ლე­მა აღარ არ­სე­ბობ­და, იკე­თებ­და კვლე­ვებს და არ­სად ჩან­და, რომ ამას გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვა. 5 თვის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, სიმ­სივ­ნე აქვს. რაც მთა­ვა­რია, სოსო მხნედ და იმე­დი­ა­ნა­დაა, ექი­მე­ბის რჩე­ვა-და­რი­გე­ბებს იზი­ა­რებს და გან­წყო­ბი­ლია, ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლოს და სენი და­ა­მარ­ცხოს. ამ დროს გან­წყო­ბა­საც ხომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ძალა აქვს. ახ­ლობ­ლე­ბი რი­თაც შეგ­ვიძ­ლია, გვერ­დით ვუდ­გა­ვართ.

მკურ­ნა­ლო­ბა საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - ზუს­ტად არა­ვინ იცის, მაგ­რამ, მკურ­ნა­ლო­ბას სა­დღაც 100-150 ათა­სი დო­ლა­რი სჭირ­დე­ბა. სო­სოს სა­ახ­ლობ­ლო ამო­უდ­გა გვერ­დში, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს მის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში. და­ნარ­ჩე­ნი, კი­დევ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხე­ბია სა­ჭი­რო და იმე­დი გვაქვს, ესეც გა­მოჩ­ნდე­ბა. ახლა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნად დრო­უ­ლად მოხ­დე­ბა თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია. თა­ვი­დან მძი­მედ იყო, ჩა­კე­ტი­ლი, მაგ­რამ ამ დღე­ებ­ში შე­და­რე­ბით კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი გახ­და. მთა­ვა­რია, რო­გორც აი­მე­დე­ბენ, შე­დე­გი იქ­ნე­ბა და­დე­ბი­თი და მის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე აღარ და­ე­მუქ­რე­ბა. ექი­მე­ბი სო­სოს აი­მე­დე­ბენ, რომ ამ სენს და­ა­მარ­ცხებს და წლე­ბის მან­ძილ­ზე კარ­გად იქ­ნე­ბა, ჩვენც, მისი მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბიც ამას ვი­მე­დოვ­ნებთ, სო­სოს უფა­ლი და­ეხ­მა­რე­ბა".



კომენტარები
სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება
სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ საზღვარგარეთ...
31-05-2023, 14:20
სოსო ძალიან ავადაა, ის…” – ნახეთ სოსო მეგობარმა გაამხილა რა სჭირს მსახიობს
სოსო ძალიან ავადაა, ის…” – ნახეთ სოსო მეგობარმა...
30-05-2023, 10:41
ცრუ ინფორმაცია ვრცელდება სურათი ამ წუთასაა გადაღებული... ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა" - დავით ლორთქიფანიძე სოსო ჯაჭვლიანზე
ცრუ ინფორმაცია ვრცელდება სურათი ამ წუთასაა...
29-05-2023, 22:47
სოსო გოგაშვილმა პასუხი უნდა აგოს თემირლანის მკვლელობისთვის, ციანიდის საქმის შეკერვისთვის - ჩემი ძმის წამებისთვის: თორნიკე მამალაძე
სოსო გოგაშვილმა პასუხი უნდა აგოს თემირლანის...
16-07-2022, 20:38
სოსო პავლიაშვილმა რუსი ჯარისკაცების ხსოვნას „მარადიულ ცეცხლთან“ პატივი მიაგო
სოსო პავლიაშვილმა რუსი ჯარისკაცების ხსოვნას...
2-05-2022, 18:24
ჩემთვის სოსო პავლიაშვილზე კაცი არ არის - რას იხსენებს ევგენიძე სოსო პავლიაშვილზე
ჩემთვის სოსო პავლიაშვილზე კაცი არ არის - რას...
9-03-2022, 20:15
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно