სოსო პავლიაშვილმა რუსი ჯარისკაცების ხსოვნას „მარადიულ ცეცხლთან“ პატივი მიაგო
პოლიტიკა
2-05-2022, 18:24
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, სოსო პავლიაშვილი კონცერტების სერიით ბრიანსკში იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ პავლიაშვილმა რამდენიმე კონცერტი ჩაატარა, ხოლო მანამდე ის სტაროდუბსკის რაიონში იმყოფებოდა, სადაც სოფელ დესიატუხაში მდებარე მემორიალთან მივიდა და რუსი ჯარისკაცების ხსოვნას ,,მარადიულ ცეცხლთან” მიაგო პატივი.
ამ ინფორმაციას ბრიანსკის გუბერნატორი ტატიანა კუშელიოვა ავრცელებს. პავლიაშვილთან ერთად იმყოფება მისი ვაჟი ლევანი. აღნიშნული მემორიალი რუს ჯარისკაცებს ეძღვნებათ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ.
სოსო პავლიაშვილი მონაწილეობს „კრემლის სასახლის“ კონცერტში, სადაც უკრაინაში დაჭრილ რუს ჯარისკაცებს დააჯილდოებენ
კომენტარები