შეყვარებულს ერთი წუთით არ დაუტოვებია, მის ხელში დალია სული..." - რა იპოვეს 17 წლის ანის ნივთებში

შეყვარებულს ერთი წუთით არ დაუტოვებია, მის ხელში დალია სული..." - რა იპოვეს 17 წლის ანის ნივთებში

პოლიტიკა
17-04-2023, 23:22



მაყვლისთვალება თმახუჭუჭა ანი მუმლაძე მარადისობაში 17 წლის ასაკში, 2021 წლის აგვისტოში გადავიდა. ლაგოდეხელ გოგონას, თურქმა მედიკოსებმა, ხორხის სიმსივნე აღმოუჩინეს. როგორც მისი პედაგოგი, იზა შუბითიძე "პრაიმტაიმთან" კომენტარში ამბობს, ახლახან ანის ნივთებში, მისმა მეგობარმა, დედისადმი მიძღვნილი ლექსი იპოვა. ქალბატონი იზა ლექსს ანის ფონდის ფეისბუქგვერდზე აზიარებს.

იზა შუბითიძე: ყელი ეტკინა და ვიფიქრეთ, რომ გაცივდა. სამწუხაროდ, ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოჩნდა. თურქეთიდან ყოველდღე მწერდა, ბოლო ზარი როდის გვაქვსო, აინტერესებდა. მე მისი დამრიგებელი ვარ. უშენოდ არაფერი გვექნება, გელოდებით-მეთქი, ვპასუხობდი.

ნაწყვეტი ანი მუმლაძის პოსტიდან: მე საავადმყოფოში ერთადერთი ბავშვი ვიყავი, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა და მოხუც ხალხთან ერთად იჯდა და უცდიდა თავის რიგს, რომ იქ შესულიყო, რისიც ისე ეშინოდა, გული უსკდებოდა. მაგრამ ისე მყარად ვიდექი, ყველა ამბობდა, ერთადერთია, ვინც პანიკაში არ ვარდება და არაფრის ეშინიაო. ეს სტიმულს მაძლევდა, რომ უფრო ძლიერი ვყოფილიყავი...

იზა შუბითიძე: ჩამოვიდა, თითქოს ავადმყოფობა დაამარცხა. ბოლო ზარიც გვქონდა, ბანკეტიც, მერე დამძიმდა. შეყვარებულს ერთი წუთით არ დაუტოვებია და აგვისტოში მის ხელში დალია სული...

მე და ანის დედამ დავაარსეთ "ანის ფონდი" და ვცდილობთ, სხვისი შვილების სიცოცხლე მაინც ვიხსნათ.

ახლახან მისმა მეგობარმა ანის ნივთებში იპოვა ლექსი, რომელიც გოგონას დედისთვის მიუძღვნია. 



კომენტარები
მძიმედ დაავადებულ პელეს ოქროს კუბო დაუდგეს - ის ჯერ ცოცხალია, მაგრამ დაკრძალვისთვის სამზადისი უკვე დაიწყეს
მძიმედ დაავადებულ პელეს ოქროს კუბო დაუდგეს - ის...
27-12-2022, 17:46
ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო…“ – რატომ ცხოვრობს დედის გარეშე ლუკა შუბითიძე
ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო…“ – რატომ ცხოვრობს...
26-10-2022, 12:44
მოვძებნე ქალბატონი და ის ხელები დავუკოცნე, რომელშიც ჩემმა შვილმა სული დალია – შვილმკვდარი დედის ემოციური ამბავი
მოვძებნე ქალბატონი და ის ხელები დავუკოცნე,...
30-07-2022, 19:56
ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო…“ – რატომ ცხოვრობს დედის გარეშე ლუკა შუბითიძე
ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო…“ – რატომ ცხოვრობს...
17-06-2022, 22:53
ოფიციალურად: 2023 წლის 1 იანვრიდან ნიდერლანდების ნაკრებს კვლავ რონალდ კუმანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: 2023 წლის 1 იანვრიდან ნიდერლანდების...
7-04-2022, 00:13
„2-3 წლის სიცოცხლე დამრჩა, ქართველმა ექიმებმა 1 წელიწადი და 2 თვე დამაკარგვინეს!“ - თამაზ ელიზბარაშვილი
„2-3 წლის სიცოცხლე დამრჩა, ქართველმა ექიმებმა 1...
17-02-2022, 18:36
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно