ქართველი ტრანსგენდერი ლიზა ქისტაური მისმა მეგობარმა ავღანელმა მოკლა
პოლიტიკა
5-01-2023, 22:21
ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, 26 წლის ლიზა ქისტაური მოკლეს.
ის, სავარაუდოდ, მეგობარმა მამაკაცმა მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, 26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი შეყვარებული გაუჩინარდნენ, მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი.
მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ მათთან ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.
„საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას.“ – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კომენტარები