ვინ არის 20 წლის, ქართული წარმოშობის გოგონა, რომელიც 58 წლის რუს ჟურნალისტს მე-5 ცოლად გაჰყვა, ახალ წელს კი დაჭრილი რუსი ჯარისკაცები მოინახულა
პოლიტიკა
2-01-2023, 22:11
რუსულმა მედიამ გასული წლის სკანდალური ქორწინებები შეაჯამა. სტატიაში ჩვენი ყურადღება ერთმა წყვილმა მიიქცია - 58 წლის ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ალექსანდრ გორდონმა მეხუთე ცოლად, 20 წლის სოფია კალანდაძე მოიყვანა. ქორწილი 2022 წლის მაისში შედგა. წყვილმა 2018 წელს გაიცნო ერთმანეთი, მედია ვარაუდობს, რომ მათი ურთიერთობის გამო დაინგრა გორდონის მეოთხე ოჯახი ნოზანინ აბდულვასიევათან, რომელიც 30 წლისაც არ იყო და ქალმა ჟურნალისტს ორი ვაჟი გაუჩინა.
"ჩვენ თავადაც შოკში ვიყავით, მაგრამ სიყვარული ასაკს არ ემორჩილება. ოჯახის ზოგიერთი წევრი დიდხანს ვერ შეეგუა ამ ამბავს, მაგრამ ახლა, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. რაც მთავარია, სოფია ბედნიერია. და თუ ეს მის ცხოვრებას ბედნიერებას მატებს, მაშინ ჩვენ ყველანი მომხრენი ვართ!" - განაცხადა პატარძლის უფროსმა დამ მედიასთან. ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ობნინსკში დაიბადა, მაგრამ 4 წლის ასაკში დედასთან ერთად დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამინაცვალმა გაზარდა. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პირველ მეუღლესთან და შვილთან ერთად შტატებში გაემგზავრა, სადაც მალე ადგილობრივი რუსულენოვანი ტელევიზიის წამყვანი გახდა. 1997 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ერთ წელიწადში პოლიტიკით დაინტერესდა და საკუთარი პარტია შექმნა, მაშინ რუსეთის პრეზიდენტობაზე კენჭისყრასაც გეგმავდა, მაგრამ მოგვიანებით გადაიფიქრა და "საზოგადოებრივი ცინიზმის პარტია“ უცნობ ადამიანზე გაყიდა...
2001 წელს მისი პირველი გადაცემა "გორდონი" NTV-ზე გამოჩნდა. მოგვიანებით კი კინოსა და თეატრში, როგორც რეჟისორმა სცადა ბედი და საკმაოდ წარმატებულად... ალექსანდრე გორდონი იქცა ლეგენდად რუსული ტელევიზიისთვის. გამოკითხვების მიხედვით ის დღემდე, ასაკის მიუხედავად ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წამყვანია.
კომენტარები