ფლორენტინო პერესი ბელინგემის ტრანსფერში ბექჰემის ჩართვაზე მუშაობს
ახალი ამბები / ფეხბურთი
11-12-2022, 22:22
უდ ბელინგემის ფავორიტი კლუბი „ლივერპულია“. ინგლისელ ფეხბურთელს ბუნდესლიგიდან სამშობლოში დაბრუნება სურს და 2023 წლის ზაფხულში გეგმის სისრულეში მოყვანა აქვს განზრახული...
თავის მხრივ, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ნახევარმცველის სანაცვლოდ ბორუსიელებს 130 მილიონ ევროს უხდის, რაც ტრანსფერის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.
ფლორენტინო პერესს კი მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება არ სურს და ამისთვის სხვადასხვა ხერხის გამოყენება აქვს გადაწყვეტილი.
ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალის“ პრეზიდენტი დევიდ ბექჰემთან კომუნიკაციას და ამ ტრანსფერში ჩართვას გეგმავს. დევიდი კარგად იცნობს ჯუდს და მის ოჯახს, სწორედ ამიტომ მის ავტორიტეტს და აზრს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.
კომენტარები