„ეს ანგელოზი გოგო, თავის ანგელოზთან გაფრინდა ცაში... საქმე პოლიციაშია" - როგორ დაღუპეს 33 წლის ფეხმძიმე ქალი (დეტალები)

„ეს ანგელოზი გოგო, თავის ანგელოზთან გაფრინდა ცაში... საქმე პოლიციაშია" - როგორ დაღუპეს 33 წლის ფეხმძიმე ქალი (დეტალები)

პოლიტიკა
7-12-2022, 01:38



კრუნჩხვებში ჩავარდა, აწვალეს, კი არ ამშობიარეს, - 33 წლის, მხატვარი მაია კუჭავა, სამშობიარო გართულების შემდგომ კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქალის ოჯახი, მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარეს, რის შედეგად ჩვილიც გარდაიცვალა.

"მაიკო, იყო არაჩვეულებრივი გოგო. ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდათ. ორსულად იყო, ცოლ-ქმარი სულ დადიოდნენ კონტროლზე და ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა იყოს ორსული ქალის შემთხვევაში. მე-8 თვეში იყო, წნევები დაეწყო და მივიდა ექიმთან, სადაც ჩვეულებრივ წნევის დამწევი მისცეს და გამოუშვეს სახლში, იმავე ღამეს კრუნჩხვებში ჩავარდა და კლინიკაში კვლავ შეიყვანეს, რატომღაც ექიმებმა იმ ღამითვე ამშობიარეს.

სამწუხაროდ ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა. ამის შემდგომ დედა კარგად იყო, მაგრამ ორი საათი გავიდა და კომაში ჩავარდა, თურმე გაჟონვა მიუღია და ექიმებმა ეს ვერ შეამჩნიეს. გაგიგიათ? ორსულს არანაირი ანალიზი არ აუღეს ისე ამშობიარეს სამი საათი აწვალებდნენ. აწვალეს, კი არ ამშობიარეს.

ამის შემდეგ ქმარმა გამოსტაცა კლინიკას გოგო ცოცხალ-მკვდარი და მე-8 კლინიკაში მიიყვანა, სადაც ლამის ერთი თვეა წევს რეანიმაციაში, მუშაობდა გული და აბა აპარატიდან გამორთავდნენ? ვინ გამორთავდა, როცა იმედი მაინც იყო სადღაც...თუმცა ეს ანგელოზი გოგო, თავის ანგელოზთან გაფრინდა ცაში. საქმე პოლიციაშია და იმედია დაადგენს ოჯახი სამართალს, გაგიგიათ ასე დაუდევრობას ეწირებოდნენ ადამიანები და ექიმებს არანაირი სასჯელი არ ეკისრებოდეს? იმედი გვაქვს ობიექტური გამოძიების", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

წყარო: "ექსკლუზივ ტვ"



კომენტარები
გაფრინდა ჩვენი ლამაზი გოგო ანგელოზებთან, სული მეწვის..." - სამი შვილის დედა მოულოდნელად გარდაიცვალა
გაფრინდა ჩვენი ლამაზი გოგო ანგელოზებთან, სული...
21-10-2022, 00:11
„ისევ დედას კითხულობენ, რატომ არ მოდისო“ - ქმრის მიერ მოკლული ქალის შვილები პოლონეთიდან ჩამოიყვანეს
„ისევ დედას კითხულობენ, რატომ არ მოდისო“ - ქმრის...
27-07-2022, 20:40
29 წლის გოგო იპოვეს გარდაცვლილი, ამბობენ რომ… –  ნახეთ რა ინფორმაცია ვრცელდება ამ წუთებში
29 წლის გოგო იპოვეს გარდაცვლილი, ამბობენ რომ… – ...
18-07-2022, 22:29
“აღარ გვყავს ჩენი მზე გოგო… ასეთი ლამაზი გოგო დავკარგეთ დღეს…” – ეკა ხოფერია სამწუხარო ამბავს ავრცელებს
“აღარ გვყავს ჩენი მზე გოგო… ასეთი ლამაზი გოგო...
25-06-2022, 21:15
ახალციხეში ექიმების მიერ ამოკვეთილი ორგანო თბილისში ექიმებს ადგილზე დახვდათ - ცრუ ოპერაცია
ახალციხეში ექიმების მიერ ამოკვეთილი ორგანო...
29-01-2022, 18:08
ეს ანგელოზი გოგოები გარდაიცვარლენ, უდიდესი ტრაგედია ტრაილებს - რა საშინელი ინფორმაცია ვრცელდება ამ წუთებში
ეს ანგელოზი გოგოები გარდაიცვარლენ, უდიდესი...
14-01-2022, 01:09
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно